მარსზე კოლონიის აშენებამდე არც ისე დიდი დრო რჩება? - რა აჩვენა წითელ პლანეტაზე ადამიანის საცხოვრებელი გარემოს სიმულაციამ და რა დაასკვნეს მეცნიერებმა
ახალი კვლევის თანახმად, მარსზე კოლონიის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად მხოლოდ ორი ათეული ასტრონავტია საკმარისი, მაშინ როდესაც წინა კვლევებით 100 ადამიანი იყო საჭირო. ამის შესახებ სტატიას independent.co.uk აქვეყნებს.
მეცნიერებმა გააანალიზეს წინა კვლევები, როდესაც ვარაუდობდნენ, რომ მარსზე კოლონიის არსებობას შესაძლოა 100-დან 500-მდე ასტრონავტი დასჭირვებოდა.
აქამდე ჩატარებული კვლევების თანახმად, მარსზე ადამიანის დასახლებისთვის საცხოვრებელის მშენებლობა წარმოუდგენლად რთული საინჟინრო გამოწვევა იქნება. მეცნიერები ამბობენ, რომ პლანეტის არასაიმედო გარემო ასევე მოითხოვს, იქ აშენებული ნებისმიერი საცხოვრებელი ისე იყოს მოწყობილი, რომ ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში არ აღმოჩნდეს.
"გარდა ადგილზე რამდენიმე ძირითადი მინერალისა და წყლის მოპოვებისა, მარსზე მომავალი დასახლებები დამოკიდებული იქნებიან დედამიწიდან მარაგების შევსებაზე. ასევე საჭირო მარაგების შევსება უნდა მოხდეს ადგილზეც, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა მარსზე წყლის დაყოფა სუნთქვისთვის საჭირო ჟანგბადად და წვისთვის საჭირო წყალბადად“, - ნათქვამია სტატიაში. (გააგრძელეთ კითხვა)