"დაიხურება "ქართული ოცნება"... არაა საჭირო ზუზუნი და წუწუნი. ჯერ შოლცმა, დღეს - მიშელმა გასაგებად თქვა:ევროკავშირი არის ლისაბონიდან თბილისამდე და 2030 წლამდე გაფართოვების ეს ეტაპი დასრულდება"
"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"არაა საჭირო ზუზუნი და წუწუნი. ჯერ შოლცმა, დღეს - მიშელმა გასაგებად თქვა: ევროკავშირი არის ლისაბონიდან თბილისამდე და 2030 წლამდე გაფართოვების ეს ეტაპი დასრულდება. ასე რომ, სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ (და, დარწმუნებული ვარ, ვერ მივიღებთ ქართული ოცნების დიდი მეცადინეობის შედეგად), არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება. დაიხურება "ქართული ოცნება" და მისი ხელისუფლება, ხოლო საქართველოს ევროკავშირში 2024 წელს არჩეული ახალი ხელისუფლება შეიყვანს.არც ეს "მიუხედავად ყველაფრისა მაინც მოგვეცით" ვაჭრობა მგონია გამართლებული - ეს თან არასერიოზულია, თან კონტრპროდუქტიულია, თან უპასუხისმგებლოა და თან უკიდურესად გამაღიზიანებელი (ხშირად, შეურაცხმყოფელიც) ჩევნი პარტნიორებისთვის. არაა საჭირო ევროკავშირის დანამუსება და ლამის "წველა", საკუთარ საქმეს მივხედოთ და დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე შემაფერხებელი კედელი გადავდგათ 2024 წელს.და თუ ჩვენს ვალს ჩვენი სამშობლოს წინაშე პირნათლად ვერ მოვიხდით, რატომ გადავწყვიტეთ, რომ რამეს ვიმსახურებთ? ეგ გულუბრყვილო დასკვნა ჩემთვის გამოცანაა: ხალხი იმსახურებს იმას, რასაც თავისი ბრძოლით და პრინციპულობით აღწევს. როგორც დიდი ხნის წინ არისტოტელემ თქვა, ოლიმპიურ (ძველ ბერძნულ)თამაშებში იმარჯვებს არა ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი, არამედ ის, ვინც ყველზე მეტი იბრძოლა და სხვებზე უკეთ იასპარეზა.ყველაფერი კარგად იქნება, ეჭვიც არ მეპარება", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს. „ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება“ ,- განაცხადა მან სლოვენიის ქალაქ ბლედში გამართულ საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე.
„გასულ წლის ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი (ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით) უკრაინასა და მოლდოვას. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როცა საჭირო ნაბიჯებს გადადგამს. ასე რომ, ახლა გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა წინ წავიწიოთ“, - აღნიშნა მიშელმა.
მგაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის", - ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.