"პირველი ხარ და დარჩები ისევ პირველ ლედად" - რა გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსის გამოქვეყნებულ ფოტოს?
"კიევი, დნიპრო, 2017 წელი...“ - ასე დაასათაურა ფოტო, ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოსვმა, რომელიც დღეს, მარიამობას გამოაქვეყნა.
სანდრა რულოვსის მიერ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ატვირთულ ფოტოზე ვხედავთ, რომ ერთ ნავში სხედან ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სანდრა რულოვსი და მათი მეორე ვაჟი, ნიკოლოზ სააკაშვილი.ოჯახურ ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოყვა, ამჟამად 700-ზე მეტი კომენტარი აქვს. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ მსგავსი ფოტოს ნახვას უახლოეს მომავალში ისევ ისურვებდნენ. მხარდამჭერები სანდრას საქართველოს ისტორიაში საუკეთესო პირველ ლედიდ მოიხსენიებენ.
"დარწმუნებული ვარ, ოდესმე მსგავს ფოტოს ისევ ვიხილავთ. გილოცავ სანდრა მარიამობას..."
"საქართველოს ერთადერთი, ღირსეული პირველი ლედი. მიყვარს სანდრა..."
"უძლიერესი ქალბატონი, უღალატო ადამიანი. აი, ესაა ხალხს ასე რომ უყვარხარ. პირველი ხარ და დარჩები ისევ ასე პირველ ლედად შენი ადამიანობით. დანარჩენი ვინც იყო მიშას გვერდით კი ისინი იყვნენ მეორე ხარისხოვანი".
"გაიხარე, გფარავდეს წმინდა მარიამის კალთა, მრავალჟამიერ შენს საყვარელ და მომხრე ადამიანებთან ერთად. მალე მენახე შიდა და გარე მტრებისგან განთავისუფლებულ, გამარჯვებულ თავისუფალ საქართველოში, მიშასთან ერთად".
"კარგი დრო იყო, ერთ ნავში რომ ისხედით. არ უნდა გაგეშვა..."
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კარგი გასახსენებელი წლები როცა მიშა იყო პრეზიდენტი, სანდრა პირველი ლედი... იხილეთ სრულად