არასასურველი კოცნის გამო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეს სასამართლო განიხილავს, დედა კი შვილის მხარდასაჭერად შიმშილობს
ესპანეთის უზენაესი სასამართლოს პროკურორებმა დაიწყეს წინასწარი გამოძიება იმის თაობაზე, იყო თუ არა სექსუალური ძალადობა ლუის რუბიალესის მხრიდან ფეხბურთელ ჯენი ჰერმოსისთვის არასასურველი კოცნა.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ გამართული დაჯილდოების ცერემონიის დროს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელ ჯენი ერმოსოსთვის მისი ნებართვის გარეშე ტუჩებში კოცნის გამო სკანდალში გაეხვია. მის საქმეს ახლა ესპანეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს, შვილის მხარდასაჭერად კი დედა შიმშილობს.
ლუის რუბიალესის დედა ამბობს, რომ იგი ეკლესიაში ჩაიკეტა და შიმშილობს მისი შვილის მიმართ "არაადამიანური და სისხლისმსმელი" დამოკიდებულების გამო.
ინფორმაციისთვის, 20 აგვისტოს სიდნეიში გამართულ მატჩში ესპანეთის ქალთა ნაკრებმა ინგლისი ანგარიშით 1-0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. (წყარო)