26 000 ათასამდე მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება - საბურთალოზე, გაზის მილზე ხანძრის გამო მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა - კვირის პალიტრა

26 000 ათასამდე მომხმარებელს ელექტროენერგია არ მიეწოდება - საბურთალოზე, გაზის მილზე ხანძრის გამო მაღალი ძაბვის კაბელები დაიწვა

სა­ბურ­თა­ლო­ზე, ოდი­შე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე არ­სე­ბულ გა­ზის მილ­ზე ხან­ძრის გამო "თე­ლა­სის“ მა­ღა­ლი ძაბ­ვის კა­ბე­ლე­ბი და­იწ­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "თე­ლა­სი“ ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის 26 000 ათა­სამ­დე მომ­ხმა­რე­ბელს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­წყვე­ტი­ლი აქვს.

"თბი­ლის­ში ოდი­შე­ლი­ძის ქუ­ჩის 47 ნომ­რის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ გა­ზის მილ­ზე ხან­ძრის გამო და­იწ­ვა "თე­ლა­სის“ მა­ღა­ლი ძაბ­ვის 35 კი­ლო­ვა­ტი სიმ­ძლავ­რის კა­ბე­ლე­ბი, რომ­ლი­და­ნაც ელექტრო­ე­ნერ­გია მი­ე­წო­დე­ბა სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის 26 000-ზე მეტ მომ­ხმა­რე­ბელს.

ამ­ჟა­მად მათ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა შე­წყვე­ტი­ლი აქვთ. გა­ზის კომ­პა­ნი­ის მიერ გა­და­ი­კე­ტა გაზი. "თე­ლა­სის“ სა­ა­ვა­რიო სამ­სა­ხუ­რე­ბი ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან და მიმ­დი­ნა­რე­ობს აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ ღა­მის 3 სა­ა­თის­თვის დას­რულ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია "თე­ლა­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.