"როცა ვინმე აცემინებს, სიცოცხლეს ეუბნება...აღარ იცის, როგორ მოეფეროს ადამიანებს...რა დონეზე მაგიჟებს, ხვდებით, ხომ?!" - კვირის პალიტრა

"როცა ვინმე აცემინებს, სიცოცხლეს ეუბნება...აღარ იცის, როგორ მოეფეროს ადამიანებს...რა დონეზე მაგიჟებს, ხვდებით, ხომ?!"

ნანუკა გოგიჩაიშვილს საქართველოში ბევრი იცნობს. ის ყველასთვის, განსაკუთრებით, პატარებისთვის საყვარელი "გოგიჩასა" და ჟურნალისტ ნათია ბანძელაძის შვილია. ნანუკამ სამოდელო კარიერა აირჩია და ამ სფეროში თავადაც წარმატებულია. რამდენიმე წლის წინ კი მან ცხოვრება ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიას დაუკავშირა. წყვილი შვილებთან, აივი-ნიკოლთან და ავასთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა სამშობლოსაც ხშირად სტუმრობს.

ნანუკა სოციალურ ქსელში შვვილების ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს და მათ სახეებს ყოველთვის ფარავს. როგორც თავად განმარტავს, ამით მათ ნეგატივისგან იცავს. ამჯერად კი მოდელი უფროსი ქალიშვილის კადრებს გვიზიარებს და წერს, აივი-ნიკოლის ფოტოების გამოქვეყნების სურვილი ხშირად უჩნდება:

"რა დონეზე მაგიჟებს, ხვდებით, ხომ?! თან ათასი რაღაცის დადება მინდა, თან - არ მინდა. როგორ მღერის, რას ლპარაკობს... როცა ვინმე აცემინებს, სიცოცხლეს ეუბნება, კარზე აკაკუნებს და კითხულობს, შეიძლება თუ არა შესვლა... თავისით ირჩევს, რა ჩაიცვას და თუ სხვას ახალი აცვია, აუცილებლად ეუბნება კომპლიმეტს... აღარ იცის, როგორ მოეფეროს ადამიანებს" - წერს ნანუკა.