"კანდიდატი არ უნდა იყოს ახალგაზრდა, რათა პუტინი ბაბუად არ გამოჩნდეს" - დიქტატორი საპრეზიდენტო არჩევნებზე კონკურენტებს თავად ირჩევს - კვირის პალიტრა

"კანდიდატი არ უნდა იყოს ახალგაზრდა, რათა პუტინი ბაბუად არ გამოჩნდეს" - დიქტატორი საპრეზიდენტო არჩევნებზე კონკურენტებს თავად ირჩევს

კრემლში ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის 2024 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო "კონ­კუ­რენ­ტებ­ზე“ ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ. შერ­ჩე­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი, "მე­დუ­ზას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასა­კი იყო. გა­მო­ცე­მას ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა წყა­რო­ებ­მა გა­ა­გე­ბი­ნეს.

ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი თვლი­ან, რომ და­რე­გის­ტრი­რე­ბულ კან­დი­და­ტებს შო­რის 50 წლამ­დე კან­დი­და­ტებ­მა ამომ­რჩევ­ლე­ბი, შე­საძ­ლოა, და­ა­ფიქ­რონ, რომ 70 წლის პუ­ტი­ნი "უკვე აღარ არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მტკი­ცე ხე­ლით მო­დი­ო­და“.

კრემლში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ არ­ჩევ­ნებ­ში, პუ­ტი­ნის გარ­და (რო­მელ­საც ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას აპი­რებს), სამი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ. კან­დი­და­ტე­ბი ეყო­ლე­ბათ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კო­მუ­ნის­ტი­უ­რი პარ­ტი­ი­დან, რუ­სე­თის ლი­ბე­რა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ი­დან და "ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან“.

კომ­პარ­ტი­ი­დან კან­დი­და­ტი სა­ვა­რა­უ­დოდ, გე­ნა­დი ზი­უ­გა­ნო­ვი იქ­ნე­ბა. ზი­უ­გა­ნო­ვის კან­დი­და­ტუ­რა პუ­ტინს აწყობს, რად­გან, რო­გორც კრემლში თვლი­ან, მისი გვა­რი ამომ­რჩევ­ლის­თვის ცნო­ბი­ლია, ხოლო ახა­ლი ამომ­რჩევ­ლის მო­ზიდ­ვა არ შე­უძ­ლია. "ლე­ვა­და-ცენ­ტრის“ გა­მო­კი­თხვე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მისი ნდო­ბა 3%-ს შე­ად­გენს.

კრემ­ლის გეგ­მე­ბის მი­ხედ­ვით, ლი­ბე­რა­ლურ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ი­დან ლე­ო­ნიდ სლუც­კი იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი.

"ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის“ პარ­ტი­ი­დან, მისი ლი­დე­რის, ბიზ­ნეს­მენ ალექ­სეი ნე­ჩა­ე­ვის ხილ­ვა სურთ. თუმ­ცა, რო­გორც ორმა წყა­რომ "მე­დუ­ზას“ გა­ნუ­ცხა­და, ნე­ჩა­ევ­მა იცის, "რომ ბევ­რი პრო­ცენ­ტის აღე­ბის უფ­ლე­ბას არ მის­ცე­მენ, ხოლო 2%-ის აღე­ბა თა­ვად არ უნდა“.

განაგრძე კითხვა