“ცხრავე მიცვალებული გულდასმით მყავს დათვალიერებული პროზექტურაში; თქვენი გეგმაც ესაა, ჯერ ამათაც ვუყურო და მერე მეც მომიშოროთ?“ - მარიტა გუტაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
“გოჩა ენუქიძე, პაპუნა მარგველიძე, სერგი ხიდეშელი, ონის მუნიციპალიტეტის მერია, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობა, კახა კალაძე, საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტრო - რას ველოდებით? დასვენების დღეა დღეს ოფიციალურად?
დედაჩემი თავს იკლავს შიმშილობით, მამაჩემი ამაზე ნერვიულობით, თან ჩამოსაწერი აქვს: რა "დავკარგეთ" შოვში ღვარცოფის შედეგად.
მე პირადად ცხრავე მიცვალებული გულდასმით მყავს დათვალიერებული პროზექტურაში (ჩემების გარდაც, 10 გვამამდე სხვაც დავათვალიერე ჩემების ძებნაში), ორგანიზებაც მე გავუწიე დაკრძალვის თემებს, ყველაფერთან ერთად, ახლა ვზივარ სახლში და ყველაფერ ნანახს ვამატებ ამ ორი ადამიანის ტანჯვას. ანუ თქვენი გეგმაც ესაა, ჯერ ამათაც ვუყურო და მერე მეც მომიშოროთ? ეგრე დაგავალეს? ეგრე მოიფიქრეთ? თუ არა და, თქვენ თუ ვერ მოდიხართ, ფსიქოლოგი მაინც გამოგვიგზავნეთ, თუ გული შეგტკივათ ჩვენზე... ძალიან მეპარება ეჭვი, ვინმეს ვადარდებდეთ. დღეს მარიამობაა, იქეიფე, "ერო", საქეიფოდ და დროს სატარებლად გვაქვს ზუსტად საქმე. "დიდგვაროვნებო", რომელი რესტორანი გაქვთ დაჯავშნილი? მეც დამპატიჟეთ, შენდობას შევუთვლით ერთად ამოწყვეტილ ოჯახებს.
P.S. ვისაც კიდევ რამის გწამთ, გილოცავთ მარიამობას. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო რუსთავის მერია, ნინო ლაცაბიძე, ოთარ ტატალაშვილი, გვანცა ქემაშვილი, ხალხი, ვინც დამეხმარა ყველაფერში, რაც კი შეეძლოთ. მადლობა გამოჩენილი ადამიანობისთვის“ - წერს მარიტა გუტაშვილი.