"იმიტომ, რომ რუსეთს მართავდნენ ქართველები..."- შევარდნაძის წინასწარმეტყველება რუსეთზე, რომელიც ახდა
ჯერ კიდევ 2003 წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთის პოლიტიკაზე ისაუბრა, გთავაზობთ ამონარიდს:
"სიმართლე გითხრათ, კიდევ არა მაქვს იმედი, რომ ძალიან მოკლე დროში დამთავრდება რუსეთთან ჩვენი მშვიდობიანი მოლაპარაკება. არა მაქვს იმედი. არ დაგიმალავთ, რუსებს არ უნდათ აფხაზეთიდან წასვლა. არ უნდათ წასვლა. ახლა რამდენიც არ უნდა ვიჩხუბოთ, რამდენიც არ უნდა ვიდაოთ, წელს ვაპირებდი წასვლას გაეროს ასამბლეაზე. არ წავედი სპეციალურად, ისეთი რაღაცეები უნდა მეთქვა რუსეთზეც და იმავე ორგანიზაციაზეც, რომელმაც 27 რეზოლუცია მიიღო და არც ერთი არ შესრულებულა. არ წავედი იმიტომ, რომ კარის გამოჯახუნება არ მინდოდა. მაგრამ, მეორე საკითხია ურთიერთობა რუს ხალხთან. მე არც იმას გეტყვით, რომ დიდ ნაწილს რუსი ხალხისა ეწყინება თუ საბჭოთა კავშირი აღდგება, არ ეწყინება. იმიტომ, რომ ურჩევნია საქართველო მისი შემადგენელი ნაწილი იყოს. ვერ ეგუება ბევრი ამას, დიდხანს კიდევ ვერ შეეგუებიან. ამას ჩვენ უნდა შევეგუოთ ალბათ, და ჩვენი ურთიერთობით რუს ხალხთან, რუსებს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ სხვა ერი ვართ, სხვა ხალხი ვართ. მარტო ის არ კმარა, რაც ძელ დროში იყო. სხვათა შორის, ბევრი უმადურობაც არის.
ამასწინათ ერთ-ერთმა პოლიტიკოსს, გვარის დასახელება არ მინდა და შეიძლება არც უნდა მომეტანა აქ ეს მაგალითი, ჩეხეთში იყო და ერთ-ერთმა კორესპონდენტმა ჰკითხა, ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრია, იმდენი პრემიერ- მინისტრი შეიცვალა, რომ თქვენ ვერ მიხვდებით რომელია, რატომ მეტი ვერ გააკეთეთო. ამდენი ხანია საბჭოთა ხელისუფლება იყო, 70 წელი თუ რაღაც, ამდენი ხანია დამოუკიდებელი ხართ, რატომ მეტი ვერ გააკეთეთო. რატომ, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიცაა ნიდერლანდები, ორჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს, ვიდრე რუსეთს, რატომ მოხდა ესო. მოხდა ეს ბატონებო იმიტომ, რომ რუსეთს მართავდნენ ქართველები, წარმოგიდგენიათ? ვინ გააკეთა? იმ კაცს ბევრი ცოდვა აქვს, ყველაზე მეტი ცოდვა აქვს ქართველების წინაშე, მაგრამ რაც იმან რუსეთისთვის გააკეთა, მე არ ვიცი, რომელი რუსი გააკეთებს, ან იქნება თუ არა ის დრო, ალბათ არ იქნება, მაგრამ უმადურობაა. ასეთი ხალხიც არის. მე წეღან გითხარით, რომ ძალიან ძნელად მიდის მოლაპარაკება აფხაზეთის საკითხებზე. აფხაზეთი... მე გეტყვით, რატომ გაჭირდა ასე? რატომ გაუჭირდა შევარდნაძეს, რომელიც 6 წელი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე პოლიტბიუროსთან იყო დაკავშირებული, ამდენი მეგობარი ჰყავს, რატომ გაუჭირდა ამის მოგვარება? იცით რატომ გაჭირდა? რუსებს არ უნდათ შავ ზღვაზე კიდევ ერთი გასასვლელი დაკარგონ. ოდესა დაიკარგა, იქ ილჩოვსკი დაიკარგა, სევასტოპოლი დროებით აქვთ აღებული და უკრაინელებმა პირდაპირ მითხრეს, არ გვინდა გაშვება, იმიტომ რომ ბიუჯეტის ნახევარს ესენი ქმნიან, ესენი გვაძლევენ. რა ხდება ეხლა ქერჩში? რა უნდათ, რა ეშმაკი უნდათ კაცო. ეს უკრაინის მიწაა, მაგრამ მე უნდა გითხრათ, რომ არსებობდა და კიდევ იარსებებს დიდმპყრობელური რუსული შოვინიზმი" - აღნიშნავდა ედუარდ შევარდნაძე.