პუტინისა და ერდოღანის შეხვედრის ადგილი და თარიღი ცნობილია - კვირის პალიტრა

პუტინისა და ერდოღანის შეხვედრის ადგილი და თარიღი ცნობილია

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა სოჭში გაიმართება, - ინფორმაციას Haberturk-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს 4 სექტემბერს შეხვდებიან.

გუშინ, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, თუმცა, შეხვედრის თარიღი და ადგილი არ დაუსახელებია.

"ინტერპრესნიუსი"