"დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. ისინი ჯერ კიდევ იძებნებიან" - ახლობლის ცნობით, შოვის ტრაგედიისას დაღუპული ზაზა მესხი იდენტიფიცირებულია - კვირის პალიტრა

"დარჩენილია 2 პიროვნება და ეს ჩვენი 2 ბიჭია. ისინი ჯერ კიდევ იძებნებიან" - ახლობლის ცნობით, შოვის ტრაგედიისას დაღუპული ზაზა მესხი იდენტიფიცირებულია

დნმ-ის ანა­ლი­ზით და­დას­ტურ­და, რომ შო­ვის ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას ნა­პოვ­ნი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი, ზაზა მეს­ხია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი ახ­ლო­ბე­ლი, რა­ფა­ელ გო­გი­ტი­ძე ავ­რცე­ლებს.

გო­გი­ტი­ძე ასე­ვე წერს, რომ ზა­ზას­თან ერ­თად ნა­პოვ­ნი არას­რულ­წლოვ­ნის ცხე­და­რი მათი ოჯა­ხი­დან არაა.

"დნმ ანა­ლიზ­მა და­ა­დას­ტუ­რა ზა­ზას ცხე­და­რი.

პა­ტა­რა ბიჭი ზა­ზას ცხე­დარ­თან ერ­თად ჩვენ არ გვე­კუთ­ვნის.

დარ­ჩე­ნი­ლია 2 პი­როვ­ნე­ბა და ეს ჩვე­ნი 2 ბი­ჭია. ისი­ნი ჯერ კი­დევ იძებ­ნე­ბი­ან - ისი­ნი ცელ­ქე­ბი დახ­ტუ­ნა­ვენ სა­დღაც ტყე­ში - ტყე­ში ჩვენს გუ­ლებ­ში", - წე­რია რა­ფა­ელ გო­გი­ტი­ძის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ზაზა მეს­ხის მე­უღ­ლე­სა და სამ შვილ­თან ერ­თად სტი­ქი­ის დროს და­ი­კარ­გა, ნა­პოვ­ნი და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია მისი მე­უღ­ლი­სა და უფ­რო­სი ვა­ჟის ცხედ­რე­ბი, მისი 2 შვი­ლი კი ჯერ არ უპოვ­ნი­ათ.