ბაღდათში ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა - "სავარაუდოდ, ტრაგედია ჭაჭისგან დაგროვილმა აირმა გამოიწვია" - კვირის პალიტრა

ბაღდათში ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა - "სავარაუდოდ, ტრაგედია ჭაჭისგან დაგროვილმა აირმა გამოიწვია"

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, სოფელ დიმში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ადგილობრივს ქვევრში „ჭაჭა“ ჰქონდა, რომლის გამოსახდელად მეზობლები ეხმარებოდნენ.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქვევრში ჩასული 40 წლამდე მამაკაცი შეუძლოდ გახდა, უგონო მდგომარეობაში მყოფის დასახმარებლად კი ქვევრში მეზობელი ჩავიდა, თუმცა ორივე მათგანი გარდაიცვალა.

სავარაუდოდ, მამაკაცების გარდაცვალება ჭაჭისგან დაგროვილმა აირმა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"