"ვეძებდი სამსახურს, სადაც არ უმუშავია ქალს" - რას ჰყვება სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი ქა­ლი, რო­მე­ლიც "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" მან­ქა­ნის მძღო­ლად მუ­შა­ობს? - კვირის პალიტრა

"ვეძებდი სამსახურს, სადაც არ უმუშავია ქალს" - რას ჰყვება სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი ქა­ლი, რო­მე­ლიც "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" მან­ქა­ნის მძღო­ლად მუ­შა­ობს?

ნანა მა­მუ­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი ქა­ლია, რო­მე­ლიც "სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის" მან­ქა­ნის მძღო­ლად მუ­შა­ობს. 7 წლის წინ მან ეს სტე­რე­ო­ტი­პი და­ამ­სხვრია და მა­მა­კა­ცებს ტოლს არ უდებს. ცვლა­ში 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ექი­მებ­თან ერ­თად გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე და­დის და თურ­მე "სას­წრა­ფოს" მან­ქა­ნა­ში ექი­მე­ბის მომ­ლო­დი­ნეს ხში­რად უწევს ხალ­ხის­თვის იმის ახ­სნაც, რომ მძღო­ლია და არა ექი­მი.

"მე ვარ ნანა მამუკაშვილი, სასწრაფოს ერთადერთი მძღოლი ქალი, ერთადერთი ასაკიანი ბაიკერი, მოტომოყვარული, ვეძებდი სამსახურს, სადაც არ უმუშავია ქალს, ეს ჩემი მხრიდან ხმამაღალი განაცხადი იქნებოდა და ასეთი აღმოვაჩინე - სასწრაფოს საჭე. ბედნიერ წუთებთან ერთად, რასცა მე და ჩემი მოტო განვიცდით, მქონია ცუდი მომენტებიც. ყოფილა ავტოსაგზაო შემთხვევა და ადგილზე მისულს დამხვედრია მეგობარი დამტვრეული. როცა მეკითხებიან ექსტრემალური სიტუაციები რა გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე, მე გეტყვით, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების სტიმული და მოტო არის ჩემი ახალგაზრდობის ფორმულა, მე საამაყოდ მაქვს საქმე, ძალიან ბევრმა გოგონამ მომბაძა. მოტოს როორ ადამიანს ისე ვექცევი, ხშირად ვსაუბრობთ, მოვფერებივარ და მისთვის მითქვამს: მაგარი ბიჭი ხარ, შენ მე გადამარჩინე, შეყვარებულები ვართ" -ამბობს ნანა მა­მუ­კაშ­ვი­ლი.