ჰააგის სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის შემდეგ პუტინი პირველად გეგმავს საზღვარგარეთ ვიზიტს - რა ინფორმაციას ავრცელებს Bloomberg ?
ჰააგის სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის შემდეგ პუტინი პირველად გეგმავს საზღვარგარეთ ვიზიტს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოქტომბერში ჩინეთში გეგმავს ვიზიტს „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ფორუმზე დასასწრებად. წყაროების ცნობით, პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტისგან სი ძინპინისგან მიიღო ღონისძიებაში მონაწილეობის მოწვევა.
Bloomberg-ის წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი მზად არის მხოლოდ ისეთ ქვეყნებს ეწვიოს, სადაც მისი სპეცსამსახურები სრულიად შეძლებენ მისი უსაფრთხოების გარანტირებას და ჩინეთი ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა.
ცნობისთვის, პუტინს რუსეთი არ დაუტოვებია მას შემდეგ რაც ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ მარტში მისი დაკავების ორდერი გასცა უკრაინელი ბავშვების არალეგალურ დეპორტაციებთან დაკავშირებით. ამავდროულად, კრემლის ინფორმაციით, პუტინის რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს ეწვია.
"ინტერპრესნიუსი"