თბილისის რომელ უბნებშია ყველაზე რთული ვითარება - არ გახვიდეთ ქუჩაში! - კვირის პალიტრა

თბილისის რომელ უბნებშია ყველაზე რთული ვითარება - არ გახვიდეთ ქუჩაში!

ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა. სოცქსელში მოქალაქეები ავრცელებენ ინფორმაციას, თუ სად არის ყველაზე რთული მდგომარეობა. ამ დროისთვის სახიფათო სიტუაციაა: სანზონაში("დომბიტასთან), ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე, ფალიაშვილისა და ბერძენიშვილების ქუჩების კვეთაზე, დიდუბეში, ერისთავის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, გურამიშვილის ქუჩაზე და გლდანში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის ინფორმაციით, დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

" მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, - ნათქვამია განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 722222.

„თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები”, - ნათქვამია განცხადებაში.