ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე წაიქცა და მანქანას დაეცა (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე წაიქცა და მანქანას დაეცა (ვიდეო)

ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხე წაიქცა და მანქანას დაეცა.

ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა.

"დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები - მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან", - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 722222.

„თბილისში მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს. დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები”, - ნათქვამია განცხადებაში.