"გლდანის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გასუფთავებულია, წყალი ამოტუმბულია და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს გადაადგილება" - რას აცხადებს კონსტანტინე ზარნაძე?
გლდანის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გასუფთავებულია, წყალი ამოტუმბულია და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს გადაადგილება, - ამის შესახებ საკრებულოს "ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარმა კონსტანტინე ზარნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გლდანის რაიონში რამდენიმე მისამართზე გათიშულია ელექტროენერგია, მიმდინარეობს შემოწმება "თელასის“ მიერ და დილამდე ეტაპობრივად ჩაირთვება.
"გლდანის მეტროს მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ამოტუმბულია. არანაირი საფრთხე არ არსებობს. მუშაობენ გადაუდებელ საქმეთა მართვის სამსახურის თანამშრომლები, ადგილზეა გამგეობის ყველა თანამშრომელი, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლიდან დაწყებული, აბსოლუტურად ყველა თანამშრომელია გამოსული. მინდა გითხრათ, რომ ამ დროისთვის ვითარება დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.