ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარიც - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო - კვირის პალიტრა

ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარიც - რა ინფორმაციას ავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნილი სააგენტოს ამინდის პროგნოზს ავრცელებს.

"30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა, რამაც აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.