აშშ პრიგოჟინის სიკვდილში კრემლს ადანაშაულებს?! - განცხადება თეთრ სახლში
აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილზე, სავარაუდოდ, კრემლია პასუხისმგებელი.
განცხადება ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა გააკეთა.
მისივე თქმით, პრიგოჟინის სიკვდილთან დაკავშირებით “სრულიად ნათელია, რაც მოხდა".
„მინდა შეგახსენეთ პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის სიტყვები იმის შესახებ, რომ რუსეთში ძალიან ცოტა რამ ხდება ისე, რომ ამის უკან პუტინი არ იდგეს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კრემლს ოპონენტების მკვლელობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. და, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ყველაფერი ეს რუსეთის ფედერაციის შიგნით არაეფექტური მუშაობის გამო მოხდა“, - აღნიშნა ჟან-პიერმა.
"ინტერპრესნიუსი"