ისლანდიაში პენსიონერი თვეში 1965 დოლარს იღებს - ევროპის რომელ ქვეყნებშია ყველაზე მაღალი პენსიები?!
Mercer CFA Institute Global Pension Index-მა თავისი წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 44 ქვეყნის საპენსიო სისტემას ასახავს. საუკეთესო საპენსიო სისტემად 2022 წელს ისლანდია დასახელდა, რომლის საერთო შეფასება A კატეგროიას განაკუთვნეს, ხოლო საერთო ქულების ოდენობა 84.7-ით განისაზღვრა.
აღმოჩნდა, რომ ისლანდიას აქვს საჯარო და კერძო სექტორის პენსიების ყველაზე ჯანსაღი ნაზავი. ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, თქვენ უნდა იცხოვროთ ქვეყანაში მინიმუმ 40 წელი ან მეტი, 16-დან 67 წლამდე, რომ სრულად ისარგებლოთ ხანდაზმულობის პენსიით.
საუკეთესო ქვეყნების სია საპენსიო სისტემის მიხედვით, 2022 წლის მონაცემებით ასე გამოიყურება: ისლანდია – 1965 დოლარი; ნიდერლანდები – 1270 ევრო; ფინეთი – 1845 ევრო; დანია – 980 დოლარი; ნორვეგია – 1 513 დოლარი; შვედეთი – 1,319 დოლარი; დიდი ბრიტანეთი - 1588 დოლარი;
ევროკომისიის მიხედვით, ჰოლანდიის საპენსიო სისტემა შედგება სამი სვეტისგან: ხანდაზმულთა პენსიების შესახებ კანონი, დამსაქმებლის მიერ დამატებითი პენსიის დარიცხვა და დამატებითი ინდივიდუალური საპენსიო პოლიტიკა.
ევროკომისიის თანახმად, ქვეყანა პენსიონერებს სთავაზობს შესაძლებლობას, მიიღონ ვადამდელი პენსია, როდესაც ისინი 1-3 წლისაა საჯარო საპენსიო ასაკიდან (2022 წელს 67-69 წელი).