ოკუპანტის ახალი სატყუარა: საქართველოს მოქალაქეებს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობენ - რას პასუხობენ ამ ინიციატივას "ოცნების" ხელისუფლებიდან? - კვირის პალიტრა

ოკუპანტის ახალი სატყუარა: საქართველოს მოქალაქეებს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობენ - რას პასუხობენ ამ ინიციატივას "ოცნების" ხელისუფლებიდან?

ოკუ­პან­ტი რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს რუ­სულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლას უფა­სოდ სთა­ვა­ზობს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩოს რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა ავ­რცე­ლებს.

სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან აპ­ლი­კან­ტებს 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან შე­ეძ­ლე­ბათ მი­მარ­თონ რუ­სე­თის უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს 2023-2024 სას­წავ­ლო წელს სწავ­ლის­თვის, - იუ­წყე­ბა SOVA.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 1 - ლ სექ­ტემ­ბე­რი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე იწყე­ბა 2024-2025 სას­წავ­ლო წლის­თვის რუ­სე­თის უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში კან­დი­და­ტე­ბის მი­ღე­ბის კამ­პა­ნია.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლი­ათ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არმ­ქო­ნე პი­რებს და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუდ­მი­ვად მცხოვ­რებ რუს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს (სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის ან ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე და 01.09.2023 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან)“, - ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლო­ში შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩოს რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლი­სის ბო­ლოს პრი­მა­კო­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ თბი­ლის­ში შე­იქ­მნე­ბა ქარ­თულ-რუ­სუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც "სწავ­ლა უფა­სო იქ­ნე­ბა - და­ფი­ნან­სე­ბის ხარ­ჯებს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია და­ფა­რავს. ეს იქ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც სრუ­ლად და­კომ­პლექტდე­ბა რუ­სუ­ლი მხა­რის მიერ“. გააგრძელეთ კითხვა