Bloomberg-ის რეიტინგის ქართველი მილიარდელები - მიხეილ ლომთაძე 584-ე ადგილზეა 4,8 მლრდ დოლარით, ბიძინა ივანიშვილი 560-ე ადგილზე 6,17 მლრდით - კვირის პალიტრა

Bloomberg-ის რეიტინგის ქართველი მილიარდელები - მიხეილ ლომთაძე 584-ე ადგილზეა 4,8 მლრდ დოლარით, ბიძინა ივანიშვილი 560-ე ადგილზე 6,17 მლრდით

ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში დაბრუნდა. ამ დროისთვის ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელი Bloomberg-ის სიაში 496-ე ადგილს იკავებს და მისი ქონება 5.32 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა ის დღეს რეიტინგში ისევ დაბრუნდა.

რაც შეეხება Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგს, მიხეილ ლომთაძე ამ სიაში 2021 წლის აპრილიდან არის. ამ დროისთვის Forbes-ის მიხედვით, ლომთაძე რეიტინგში 584-ე ადგილზეა, ის 4.8 მლრდ დოლარს ფლობს.

კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი კი Forbes-ის რეიტინგში 4.9 მლრდ დოლარით 560-ე ადგილს იკავებს, Bloomberg-ის სიაში კი 412-ე ადგილზეა და მისი ქონება 6.17 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

განაგრძე კითხვა