"პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რადგან ამ ქვეყანამ აფხაზეთი აღიარა" - როგორ მიულოცა თეა წულუკიანმა კალათბურთელებს ვენესუელასთან გამარჯვება (ვიდეო)
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვენესუელა დაამარცხა ანგარიშით 70:59 და შემდეგ ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე ვენესუელის დამარცხება სპორტულის გარდა პოლიტიკურადაც უმნიშვნელოვანესია. ამის შესახებ მან საქართველოს ნაკრების წევრებისთვის გამარჯვების მილოცვისას განაცხადა.
"სპორტულად ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი (გამარჯვება), რადგან ეს ის ქვეყანაა, რომელმაც აფხაზეთი თავის ტვინში წაგვართვა და აღიარა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამ ორი მიმართულებით ჩვენ ისინი დავჯაბნეთ სამაგალითოდ და მადლობა თქვენ ამისთვის" - აღნიშნა წულუკიანმა.