რას ამბობს მეღვინე ე.წ. ჭაჭის აირზე, რომელმაც ბაღდათში, ქვევრში 2 მამაკაცი იმსხვერპლა - "ტოქსიკურმა აირმა შესაძლოა, ადამიანს გული გაუჩეროს" - კვირის პალიტრა

რას ამბობს მეღვინე ე.წ. ჭაჭის აირზე, რომელმაც ბაღდათში, ქვევრში 2 მამაკაცი იმსხვერპლა - "ტოქსიკურმა აირმა შესაძლოა, ადამიანს გული გაუჩეროს"

გუ­შინ, ბაღ­და­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დიმ­ში ქვევრში ორი ადა­მი­ა­ნი გა­ი­გუ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რივს ქვევრში ჭაჭა ჰქონ­და, რომ­ლის გა­მოხ­და­ში მე­ზობ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, ქვევრში ჩა­სუ­ლი 27 წლის მა­მა­კა­ცი შე­უძ­ლოდ გახ­და, უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის და­სახ­მა­რებ­ლად კი ქვევრში მე­ზო­ბე­ლი ჩა­ვი­და, თუმ­ცა ორი­ვე მათ­გა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჭა­ჭის­გან დაგ­რო­ვილ­მა ტოქ­სი­კურ­მა აირ­მა გა­მო­იწ­ვია.

რას წარ­მო­ად­გენს ეს აირი, ამის თა­ო­ბა­ზე ambebi.-ge ცნო­ბილ ახა­შე­ნელ მეღ­ვი­ნეს ვახ­ტანგ სირ­ბი­ლაშ­ვილს გა­ე­სა­უბ­რა:

- "ზო­გა­დად, ღვი­ნის დუ­ღი­ლის დროს გა­მო­ი­ყო­ფა სპირ­ტის აი­რე­ბი (შაქ­რი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ღვი­ნოს სპირ­ტი­ა­ნო­ბა უჩ­ნდე­ბა) - დაღ­ვი­ნე­ბი­სას ქვევ­რის კედ­ლე­ბი სპირ­ტი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბა აირ­მა თუ გა­მო­იწ­ვია, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა მათ ორ­გა­ნიზ­მში ამას აღ­მო­ა­ჩენს. ადა­მი­ა­ნი ქვევრში კი არ იგუ­დე­ბა, სპირ­ტი­ა­ნო­ბამ, ტოქ­სი­კურ­მა აირ­მა შე­საძ­ლოა მას გული გა­უ­ჩე­როს. ღვი­ნის სპირ­ტი პირ­და­პირ, მა­ში­ნათ­ვე მოქ­მე­დებს ფილ­ტვებ­ზე, სის­ხლსა და ტვინ­ზე. ვი­ნა­ი­დან ქვევრში ღვი­ნის სპირ­ტი­ა­ნო­ბაა, იქ ასე უბ­რა­ლოდ ჩას­ვლა და დიდ­ხანს გა­ჩე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა (ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი­ცაა), თუ ჩახ­ვალ, მალე უნდა ამოხ­ვი­დე. ზო­გა­დად, ქვევ­რის შე­ნახ­ვა - მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია იმი­ტომ, რომ ამის მცოდ­ნე ხალ­ხს ვე­ღარც ნა­ხავთ რა­ი­ო­ნებ­ში. მე, მა­გა­ლი­თად, დიდი ქვევ­რე­ბი აღარც მაქვს, პა­ტა­რა ქვევ­რებს ვი­ყე­ნებ, უფრო ქარ­ხნუ­ლი და გლე­ხუ­რი წე­სით ვა­ყე­ნებ ღვი­ნოს. ჩვენ­თან, რა­ი­ონ­ში მო­წამლვის ფაქ­ტე­ბი აღარ გვაქვს, თუმ­ცა ადრე, ქვევ­რებ­ში, მაქ­სი­მუმ, გული უწუხ­დე­ბო­დათ, ამი­ტომ აღა­რა­ვინ ჩა­დის ქვევრში, იცი­ან, რომ არ უნდა ჩა­ვიდ­ნენ.

განაგრძე კითხვა