როგორ გამოიძიებს რუსეთი პრიგოჟინის დაღუპვას? - პუტინის პრესმდივნის განცხადება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი Embraer-ის თვითმფრინავის კატასტროფის, რომელშიც „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა, საერთაშორისო გამოძიებას არ დაუშვებს და აღნიშნა, რომ გამოძიება ქვეყნის შიგნით უნდა ჩატარდეს.
მისივე თქმით, გამოძიება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის შიდა საქმეა, და საერთაშორისო ასპექტზე საუბარი ზედმეტია.
„ვინაიდან გამოძიების დასკვნები ჯერჯერობით არ არის, ზუსტი ფორმულირება მიჭირს, მაგრამ ნათელია, რომ არსებობს ამ კატასტროფის სხვადასხვა ვერსიები, მათ შორის, ასე ვთქვათ, განზრახ ბოროტმოქმედებაზეც და ა. შ. ამიტომ დაველოდოთ ჩვენი გამოძიების შედეგებს, რომელსაც საგამოძიებო კომიტეტი ახორციელებს", - განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.
"ინტერპრენიუსი"