"ყველაზე მეტად, ცხოვრებაში, ღალატის მეშინია... მეშინია იმის, რომ ჩემ გვერდით მდგომი ადამიანი მიმტყუნებს" - რას ამბობდა ზურაბ ჟვანია ერთ-ერთ ინტერვიუში
სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის (2004-2005 წლებში) - ზურაბ ჟვანიას ვიდეო ვრცელდება, სადაც ის მეგობრობაზე, ღალატსა და გულისტკენაზე საუბრობს...
"ყველაზე მეტად, ცხოვრებაში, ღალატის მეშინია, მეშინია იმის, რომ ჩემი მეგობარი მიმტყუნებს, ჩემ გვერდით მდგომი ადამიანი მიმტყუნებს, ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ასეთი შემთხვევები და ეს ყველაზე ბნელი დღეები ყოფილა ჩემთვის... იმიტომ კი არა, რომ რაიმე ზიანი მოუყენებიათ, მაგრამ იმაზე საშინელი არაფერია, როდესაც დაინახავ, რომ ადამიანი, რომელიც გიყვარდა და ენდობოდი, უცებ არ აღმოჩნდება ის, რაც დღემდე გეგონა".
ვიდეო იხილეთ ლინკზე