"შევუგროვოთ ფული სალომე ზურაბიშვილს..." - გია ხუხაშვილის ახალი ინიციატივა
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოცქსელში ეხმაურება "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მთავრობას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის არ მიუცია ევროპულ ქვეყნებში ვიზიტზე თანხმობდა და შესაბამისად, ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს.
"გამოვდივარ ინიციატივით, ყველამ, ვისაც საქართველო ევროკავშირში უნდა იხილოს, შევუგროვოთ ფული სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი ვიზიტების განსახორციელებლად.გავიდეს შვებულებაში და კერძო ტურისტული მოგზაურობები განახორციელოს. ვფიქრობ, რომ არავინ ეტყვის იქ უარს ყველა დაგეგმილი შეხვედრის ამ უცნაურ ფორმატში გადატანაზე.ვფიქრობ, მოვლენების განვითარებისთვის ეს სასარგებლოც კი შეიძლება იყოს…", - წერს ხუხაშვილი.