"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ხვალ ბერ­ლინ­ში მი­დის, უზენაეს კანონს არღვევს და იმპიჩმენტის რისკზე მიდის" - რას აცხადებს კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე? - კვირის პალიტრა

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ხვალ ბერ­ლინ­ში მი­დის, უზენაეს კანონს არღვევს და იმპიჩმენტის რისკზე მიდის" - რას აცხადებს კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე?

კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე პრე­ზი­დენ­ტის გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს. მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნა­ბი­ჯით პრე­ზი­დენ­ტი იმ­პიჩ­მენ­ტის რის­კზე მი­დის.

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ხვალ ბერ­ლინ­ში მი­დის გერ­მა­ნი­ის პრე­ზი­დენ­ტთან შე­სახ­ვედ­რად. კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის “ა” ქვე­პუნ­ქტის მი­ხედ­ვით სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში პრე­ზი­დენტს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბა სჭირ­დე­ბა. რო­გორც ირ­კვე­ვა მან მი­მარ­თა მთავ­რო­ბას, მაგ­რამ უარი მი­ი­ღო. ამ­დე­ნად ხვა­ლინ­დე­ლი ვი­ზი­ტით ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი უზე­ნა­ეს კა­ნონს არ­ღვევს და იმ­პიჩ­მენ­ტის რის­კზე მი­დის. კა­ბი­ნეტ­მა დღეს გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა და ამა­ზე უკვე მი­ა­ნიშ­ნა კი­დეც.იმ­პიჩ­მენ­ტის­თვის სა­ჭი­როა 100 ხმა. ეს ასი ხმა ოც­ნე­ბას არ აქვს, მაგ­რამ არც 90 ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე თვის წინ და როცა იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რე­ბის და­სა­ნიშ­ნად დას­ჭირ­და, კენ­ჭისყ­რის შემ­დეგ ტაბ­ლომ 94 მომ­ხრე დათ­ვა­ლა." - წერს ვა­ხუშ­ტი მე­ნაბ­დე.

ცნო­ბის­თვის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად ევ­რო­პელ ლი­დე­რებ­თან შეხ­ვედ­რებს იწყებს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი 31 აგ­ვის­ტოს გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ბერ­ლინ­ში, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტთან, ფრანკ-ვალ­ტერ შტა­ინ­მა­ი­ერ­თან გა­მარ­თავს შეხ­ვედ­რას.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­ზი­ტი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა."შე­ვახ­სე­ნებთ პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის "ა" ქვე­პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით ახორ­ცი­ე­ლებს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ვი­ნა­ი­დან კონ­სტი­ტუ­ცი­ის 54-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის შე­სა­ბა­მი­სად, ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა." - ნათ­ქვა­მია მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.