თუ სესხის აღებას გეგმავთ, ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ! - კვირის პალიტრა

თუ სესხის აღებას გეგმავთ, ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!

2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13,09% იყო, ივლისში კი ეს მაჩვენებელი - 13,56%-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ივლისში გაძვირება უფრო მეტად ლარში აღებულ კრედიტებს შეეხო. კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, ივლისში საპროცენტო განაკვეთები ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ივნისთან შედარებით, 15,91%-დან 16,25%-მდე გაიზარდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა 13,72%-დან 13,96%-მდე მოიმატა, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 17,68%-დან 17,71%-მდე.

ამასთან, უცხოური ვალუტით გაცემულ სესხებზე, საპროცენტო განაკვეთები ივლისში ივნისთან შედარებით 9,03%-დან 8,48%-მდე შემცირდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე განაკვეთმა 9,39%-დან 9,29%-მდე, ხოლო ფიზიკურ პირებზე 7,26%-დან 6,53%-მდე დაიკლო.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2022 წლის ივლისთან შედარებით, წელს ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მცირედით შემცირდა 16,47%-დან 16,25%-მდე, უცხოურ ვალუტაში კი გაიზარდა - 7,01%-დან 8,48%-მდე.

BPN.GE