პრიგოჟინის აქამდე უცნობი ვიდეო, რომელმაც მის მომხრეებს გაუჩინა იმედი, თითქოს ის ცოცხალია - კვირის პალიტრა

პრიგოჟინის აქამდე უცნობი ვიდეო, რომელმაც მის მომხრეებს გაუჩინა იმედი, თითქოს ის ცოცხალია

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა "ვაგნერის" ლიდერის ევგენი პრიგოჟინის აქამდე უცნობი ვიდეო, რომელმაც მის მომხრეებს გაუჩინა იმედი, თითქოს ის ცოცხალია.

"ვინც განიხილავთ იმას ცოცხალი ვარ თუ არა, როგორ მაქვს საქმე და ა.შ. ახლა შაბათ-კვირაა. 2023 წლის აგვისტოს მეორე ნახევარი, აფრიკაში ვიმყოფები, ამიტომ, ჩემი ლიკვიდაციის განხილვის მოყვარულებს, ინტიმური ცხოვრებისა თუ შემოსავლების... ვეტყვი, რომ ყველაფერი კარგად არის" - ამბობს ევგენი პრიგოჟინი გავრცელებულ ვიდეოში.

სავარაუდოდ, მედიაში გავრცელებული ვიდეო ძველია და ავიაკატასტროფამდეა გადაღებული. .

23 აგ­ვის­ტოს ტვე­რის ოლქში ჩამოვარდა ბიზ­ნეს-ჯეტი Embraer Legacy 600, სა­ბორ­ტო RA-02795 და სე­რი­უ­ლი 14501008 ნომ­რე­ბით, რო­მე­ლიც კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის“ მე­თა­ურს ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინს ეკუთ­ვნო­და. ბორტზე მყო­ფი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ეკი­პა­ჟის 3 წევ­რი და 7 მგზავ­რი. ავიაკატასტროფისას დაიღუპა ევგენი პრიგოჟინი და "ვაგნერის" დამფუძნებელი დიმიტრი უტკინიც.

პრიგოჟინის დაღუპვა ოფიციალურად დაადასტურა მოსკოვმაც და დაადასტურეს აშშ-სა თუ ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებმაც.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი პრიგოჟინს გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა:

„რაც შეეხება ამ ავიაკატასტროფას, უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს… პრიგოჟინს ძალიან დიდხანს ვიცნობდი, 1990-იანი წლების დასაწყისიდან. ეს რთული ბედის ადამიანი იყო და სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში, საჭირო შედეგებს აღწევდა - საკუთარი თავისთვისაც და, როდესაც მე ვთხოვდი, საყოველთაო საქმისთვისაც, როგორც ბოლო თვეებში. ის ნიჭიერი ადამიანი იყო, ნიჭიერი ბიზნესმენი”, - განაცხადა პუტინმა.