"ადამიანის მკვლელობას არაფერი ამართლებს, თუნდაც დამნაშავე და ძებნილი იყოს" - რას წერს უჩა ნანუაშვილი უკრაინაში პოლიციელების მიერ ქართველის მკვლელობაზე
ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გამოეხმაურა უკრაინაში 38 წლის ქართველის მკვლელობას
"ადამიანის მკვლელობას არაფერი ამართლებს, თუნდაც დამნაშავე და ძებნილი იყოს. ძალის გამოყენებას თავისი წესი აქვს. ასე იყო, ასე არის და იქნება!", - წერს ნანუაშვილი სოცქსელში
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სამართალდამცველებმა 38 წლის ჯუმბერ სილაგავა მოკლეს.
უკრაინის სამართალდამცავი უწყების ცნობით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მისი კუთვნილი ავტომობილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა, რის შემდეგაც სიტყვიერი კამათი პოლიციელებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, ამავე წყაროს ცნობით, სილაგავამ მძიმე ფიზიკური დაზიანება მიაყენა პოლიციელ ქალს.
მოგვიანებით კი ერთ-ერთმა სამართალდამცველმა სილაგავას ესროლა.