"ჩემს შვილებს "ფეისბუქგვერდი" არ აქვთ, მე რომ გავაკეთე, მსაყვედურობდნენ... კი არ მგონია, თუ ამხელა ვარ" - 86 წლის ნანი დეიდა კლდეეთიდან - კვირის პალიტრა

"ჩემს შვილებს "ფეისბუქგვერდი" არ აქვთ, მე რომ გავაკეთე, მსაყვედურობდნენ... კი არ მგონია, თუ ამხელა ვარ" - 86 წლის ნანი დეიდა კლდეეთიდან

ნანი და ჯე­მალ ქავ­თა­რა­ძე­ე­ბის ოჯახ­თან ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან დიდი მე­გობ­რო­ბა და ნა­თე­სა­ო­ბა აკავ­ში­რებს. მარ­თა­ლია, თა­ვად მათ პი­რა­დად ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ დიდი სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მნილ შე­სა­ნიშ­ნავ ოჯახ­ზე ბევ­რი მსმე­ნია. ნანი დე­ი­და (თუ არ მი­წყენთ, სტა­ტი­ა­შიც ასე მო­ვიხ­სე­ნი­ებ) ბავ­შვო­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ვი­ნა­ხუ­ლე. ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­დან გა­ვი­ცა­ნი მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი - ლა­მა­ზი, სა­ოც­რად ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, გო­ნი­ე­რი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­ურ­ნე, "ფე­ის­ბუკ-ლა­ი­ვე­ბით“ სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ნანი ქავ­თა­რა­ძე, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის დიდი თავ­გა­და­სავ­ლით. მახ­სოვს, მისი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და და­ო­ჯა­ხე­ბის ამ­ბავს - ქორ­წი­ლი­დან გაქ­ცე­ულ პა­ტარ­ძალ­ზე, ლე­გენ­და­სა­ვით ჰყვე­ბოდ­ნენ ჩვენს ოჯა­ხებ­ში. იმ შეხ­ვედ­რი­სა და სა­უბ­რის შემ­დეგ ნანი დე­ი­დას ში­გა­და­შიგ ვეხ­მი­ა­ნე­ბი, თა­ვა­დაც მი­რე­კავს, ერ­თმა­ნეთს მო­ვი­კი­თხავთ ხოლ­მე.

234-38235-1693482799.jpg

ჰო, მარ­თლა, თა­ვა­დაც არ მა­ლავს და ამი­ტომ მეც თა­ვი­სუფ­ლად გა­გიმ­ხელთ მის ასაკს - ამ ზა­ფხულს 86 წელი შე­უს­რულ­და. სამ­წუ­ხა­როდ, წლე­ბია, დაქვრივ­და, მაგ­რამ დიდი ოჯა­ხი ჰყავს - სა­უ­კე­თე­სო ორი ვაჟი და რძლე­ბი, სა­უ­კე­თე­სო შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. კარ­გა ხა­ნია, წლის უმე­ტეს ნა­წილს იგი ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კლდე­ეთ­ში ატა­რებს და იქ დი­დე­ბუ­ლად უძღვე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას. ცხოვ­რობს მე­უღ­ლის ბა­ბუ­ი­სე­ულ ხის სახ­ლში, იმე­რუ­ლი აივ­ნი­თა და ბუხ­რე­ბით. სახ­ლი სა­უ­კუ­ნე­ზე მეტი ხნის არის და ბა­ტონ ჯე­მალს ისე გა­უ­კე­თე­ბია მისი რე­კონ­სტრუქ­ცია, რომ ფა­სა­დი და ქვის კიბე არ შე­უც­ვლია.

ნანი ქავ­თა­რა­ძე:

- რო­დე­საც მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბი და გამ­ზრდე­ლი ბიძა გარ­და­იც­ვალ­ნენ, კერა რომ არ გაგ­ვე­ცი­ვე­ბი­ნა, თბი­ლი­სი­დან სო­ფელ­ში გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. ყვე­ლა­ფე­რი დავ­თე­სეთ, მი­წას ერ­თად ვა­მუ­შა­ვებ­დით და მე­ურ­ნე­ო­ბა­საც ვუ­ძღვე­ბო­დით. ძა­ლი­ან მიძ­ნელ­დე­ბა უმი­სო­ბა, თუმ­ცა ვა­ჟე­ბი, ჩემი შე­სა­ნიშ­ნა­ვი რძლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი თავს მევ­ლე­ბი­ან. ჯე­მა­ლის სი­ცო­ცხლე­ში სო­ფელ­ში წი­წი­ლე­ბიც გვყავ­და და გო­ჭე­ბიც... კლდე­ეთ­ში ად­რე­ულ გა­ზა­ფხულ­ზე მივ­დი­ვარ ხოლ­მე და ზამ­თრის პირს ვბრუნ­დე­ბი თბი­ლის­ში. იქ მარ­ტო ვცხოვ­რობ, რა თქმა უნდა, ში­გა­და­შიგ შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი მა­კი­თხა­ვენ, მეხ­მა­რე­ბი­ან კი­დეც.

გაქ­ცე­უ­ლი პა­ტარ­ძლის ამ­ბა­ვიწელს, მე­უღ­ლის და­ბა­დე­ბის დღეს, 3 აპ­რილს "ფე­ის­ბუკ­ზე“ და­წე­რა:

"უფ­ლის ნე­ბაა... ვცო­ცხლობ... უშე­ნოდ ექ­ვსი წელი... ჯე­მალ, გი­ლო­ცავ არ­შემ­დგარ 86 წელს. ჩვენ, ხომ, ერთი ასა­კი გვქონ­და? მარ­თლაც... აი, უფ­ლის ნება...“

ნანი ქავ­თა­რა­ძე:

- პა­ტა­რე­ბიც არ ვი­ყა­ვით, მე და ჯე­მალს ერ­თმა­ნე­თი რომ შეგ­ვიყ­ვარ­და. მე ჭი­ა­თუ­რა­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, ჯე­მა­ლი ზეს­ტა­ფო­ნი­დან იყო და სას­წავ­ლებ­ლად ჭი­ა­თუ­რა­ში ჩა­მო­ვი­და. ჩვენ­თან იმ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­თო გან­ყო­ფი­ლე­ბის და­უს­წრე­ბე­ლი სწავ­ლე­ბის ფი­ლი­ა­ლი იყო გახ­სნი­ლი. მე და ჯე­მა­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ მე ერთი კურ­სით უკან ვწავ­ლობ­დი, გვი­ან ჩა­ვა­ბა­რე. ჭი­ა­თუ­რა პა­ტა­რა ქა­ლა­ქია და ჯე­მა­ლი მა­ნამ­დე გა­ვი­ცა­ნი, ვიდ­რე მო­ვე­წყო­ბო­დი. მას ერთი ნახ­ვით შევ­ყვა­რე­ბი­ვარ, მერე მეც შე­მიყ­ვარ­და და მალე ჩვე­ნი რო­მა­ნი­სა და შეხ­ვედ­რე­ბის ამ­ბა­ვი მთელ­მა ჭი­ა­თუ­რამ გა­ი­გო. ქა­ლაქ­ში მე და ჩემი 7 წლით უფ­რო­სი და ვცხოვ­რობ­დით, მშობ­ლე­ბი კი იქვე, ახ­ლოს, სო­ფელ შუქ­რუთ­ში იყ­ვნენ. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­ბა­ვი ჩემ­მა და­მაც იცო­და და ჯე­მა­ლიც ძა­ლი­ან მოს­წონ­და, თუმ­ცა მშობ­ლე­ბის­თვის მას­ზე არა­ფე­რი გვით­ქვამს.

პა­რა­ლე­ლუ­რად, ჭი­ა­თუ­რა­ში ჩა­მო­ვი­და ერთი ბიჭი, ჩემ­ზე 7 წლით უფ­რო­სი, რო­მე­ლიც ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ქა­ლაქ­ში, რომ ნე­ბის­მი­ე­რი გოგო, ვი­საც ხელს და­ა­დებ­და, სი­ხა­რუ­ლით გაჰ­ყვე­ბო­და ცო­ლად. გვი­ან ჩა­ა­ბა­რა სას­წავ­ლე­ბელ­ში და ჩემს ჯგუფ­ში მოხ­ვდა. რა­ტომ­ღაც ლექ­ცი­ა­ზე სულ ჩემ გვერ­დით ჯდე­ბო­და. მე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და და ეს ამ ბიჭ­მაც კარ­გად იცო­და, მაგ­რამ, თურ­მე, მა­საც მოვ­წო­ნე­ბი­ვარ და ჩემ­თან და­სა­ახ­ლო­ებ­ლად ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და. მე რა მექ­ნა? შარს ხომ ვერ მოვ­დებ­დი, ჩემ გვერ­დით რა­ტომ ჯდე­ბი-მეთ­ქი? ეგ კი არა, რო­გორ­ღაც ჯე­მალ­საც და­უ­მე­გობ­რდა, ბი­ლი­არ­დის სა­თა­მა­შო­დაც ერ­თად და­დი­ოდ­ნენ. ისე მიგ­ვაჩ­ვია მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რომ მეც და ჯე­მა­ლიც და­ვუძ­მა­კაც­დით. ვე­რა­ფერს ვხვდე­ბო­დით. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ჩემ­მა დამ, რო­მელ­საც მა­ნამ­დე ჯე­მა­ლი ძა­ლი­ან მოს­წონ­და, და­მი­წყო ლა­პა­რა­კი, ჯე­მა­ლი რას ჰგავს, იცი, ჯუ­დის რო­გორ მოს­წონ­ხარ? და­ტო­ვე ჯე­მა­ლი და მას გაჰ­ყე­ვი ცო­ლა­დო. კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი, რა ეშ­მა­კად მინ­და ჯუდი-მეთ­ქი! იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჩემი და მხო­ლოდ ჯუ­დი­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და.

ერთხელ ჯე­მალ­მა შინ მო­მა­კი­თხა. კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნა. მარ­ტო ვი­ყა­ვი და კარი კი გა­ვუ­ღე, მაგ­რამ ვუ­საყ­ვე­დუ­რე, რა­ტომ მოხ­ვე­დი-მეთ­ქი. მა­შინ სხვა­ნა­ი­რი დრო იყო. ჯე­მალ­მა მთხო­ვა, ერთი წუ­თით გა­რეთ გა­მო­დი, სა­ლა­პა­რა­კო მაქ­ვსო. მე ვი­უ­ა­რე, მე­ზობ­ლე­ბი და­მი­ნა­ხა­ვენ, ამი­ტომ წადი-მეთ­ქი. ჯე­მა­ლი უცებ გაბ­რაზ­და და, - აწი ვინც შენ შეგ­ხვდეს და და­გე­ლა­პა­რა­კო­სო, შე­ი­გი­ნა და წა­ვი­და. ეს ჩემ­თვის, იცი, რა იყო? ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი. ამ დროს ჩემი დაც მო­ვი­და და გაბ­რა­ზე­ბა რომ შე­მა­ტყო, ჩა­მე­კი­თხა, რა მოხ­დაო. მეც მო­ვუ­ყე­ვი. მერე კი ვი­ნა­ნე, მივ­ხვდი, არ უნდა მეთ­ქვა, მაგ­რამ... ჩემს და­საც მეტი რა უნ­დო­და, და­ი­წყო, - ახლა ასე მო­გექ­ცა და ცო­ლად რომ გაჰ­ყვე­ბი, მერე რას იზამ­სო! კი­დევ უფრო გავ­ნერ­ვი­ულ­დი, გავ­ბრაზ­დი, ჩემ­მა დამ კი დრო იხელ­თა და ცოტა ხან­ში შინ ჯუდი და­მა­ყე­ნა თავ­ზე. იმ პე­რი­ოდ­ში არც ჯე­მა­ლი გა­მო­ჩე­ნი­ლა, მეც კი­დევ უფრო გავ­ბრაზ­დი და ჩემ­მა დამ და ჯუ­დიმ იმ­დე­ნი ქნეს, სა­ბო­ლო­ოდ გა­და­მი­ბი­რეს - ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მის ცო­ლო­ბას დავ­თან­ხმდი და სა­ჩხე­რის მმა­ჩის ბი­უ­რო­ში ხე­ლის მო­სა­წე­რა­დაც წავ­ყე­ვი, მაგ­რამ... სა­ღა­მო იყო და პას­პორ­ტებ­ში ჩაგ­ვირ­ტყეს ბეჭ­დე­ბი, მაგ­რამ ქორ­წი­ნე­ბის აქტი არ გა­უ­ფორ­მე­ბი­ათ. რას ვი­ზამ­დით, ჩვენს სახ­ლებ­ში დავ­ბრუნ­დით. ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან ვდარ­დობ­დი, ეს რა გა­ვა­კე­თე-მეთ­ქი. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯე­მა­ლი, თურ­მე, გა­რეთ გვყა­რა­უ­ლობ­და. შინ დაგ­ვი­გუ­ლა თუ არა, კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნა. კარი ჩემ­მა დამ გა­ა­ღო და ჯე­მალ­მა და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხო­ვა, მე გავ­სუ­ლი­ყა­ვი, თან კი­თხუ­ლობ­და, ჯუ­დის რა უნ­დო­და თქვენ­თა­ნო? გავ­ვარ­დი და ჯე­მალს ჩხუ­ბი და­ვუ­წყე, ყვე­ლა­ფე­რი შენი ბრა­ლია, წადი, მე უკვე ის ავირ­ჩიე და ხე­ლიც მო­ვა­წე­რე-მეთ­ქი?! გა­ოგნ­და, და­მუნჯდა და წა­ვი­და. მეც შე­მო­ვე­დი სახ­ლში, თან გა­უ­ჩე­რებ­ლად ვტი­რო­დი. ცო­ცხალ-მკვდა­რი ვი­ყა­ვი, ლო­გი­ნი­დან ვე­ღარ ვდგე­ბო­დი, გულ­ში ჯე­მა­ლის ნა­ჩუ­ქა­რი პლასტმა­სის და­თუ­ნია მქონ­და ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი და დავ­ტი­რო­დი... გააგრძელეთ კითხვა