ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც მშობლების გზას აგრძელებენ - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც მშობლების გზას აგრძელებენ

"თეატრში ყოფნის სურვილი ისეთივე ბუნებრივია, როგორც სუნთქვა" - კენეტ ბრანა

ის, ვინც ერთხელ მაინც მოწამლულა თეატრის მტვერით, ერთხელ მაინც უგრძნია სცენის პულსაცია, ვფიქრობ, სამუდამოდ მოხიბლული რჩება ამ სამყაროთი. ერთია, სცენის მიღმა მყოფი აღფრთოვანებაში მოჰყავდე სანახაობას, მეორე კი - თავად შენ იდგე სცენაზე. სწორედ ამიტომაა, რომ ცნობილი მშობლების შვილები ხშირად მიჰყვებიან მათთვის კარგად ნაცნობ გზას და თავადაც თამადად აბიჯებენ თეატრისა თუ კინოს ამ მაგიურ სამყაროში. სტატიაში სწორედ ასეთ მშობლებსა და შვილებზე მოგიყვებით.

tolordava-1693494290.jpg

ბუკა თოლორდავა

ახალი თაობის მსახიობი ბუკა თოლორდავა მსახიობ კოტე თოლორდავასა და მარიამ ჯოლოგუას შვილია. ისინი ფართო აუდიტორიამ როგორც თეატრიდან, ასევე ისეთი ცნობილი ტელესერიალებიდან გაიცნო, როგორებიცაა "ჩემი ცოლის დაქალები" და "შუა ქალაქში". "დილა მშვიდობისა საქართველოს" სიუჟეტში ბუკა თოლორდავა იმ გზაზე საუბრობს, რომელიც ცხოვრებაში აირჩია: "ძალიან პატარა როცა ვიყავი, რომ უკითხავთ, რა გინდა გამოხვიდეო, მსახიობი არა, დანარჩენი ნებისმიერი რამე-მეთქი. გააზრებულ ასაკამდე არასდროს მეგონა, რომ ოდესმე ამ საქმესთან რაიმე საერთო მექნებოდა. ვუყურებდი, როგორც რიგით გატაცებას, ჰობის. ყველაფერი მბეზრდება და ეს არ მომბეზრებია დღემდე. მივხვდი, რომ ეს არის ის, რითაც უნდა ვიცხოვრო და რაც უნდა გავაკეთო. სცენაზე ვარ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია“ - ამბობს ბუკა თოლორდავა. ის ახლა რუსთაველის თეატრის სცენაზე თამაშობს და, პარალელურად, მონაწილეობს ისეთ პოპულარულ პროექტში, როგორიცაა "ცვალებადი ნიშნები".

zuraaaa-1693494894.png

ნატალია ყიფშიძე

ცნობილი მშობლებისა და ბაბუის გზას აგრძელებს ნატალია ყიფშიძეც, მოდელ კრისტი ყიფშიძისა და მსახიობ გიორგი ყიფშიძის შვილი. პირველადი პროფესიით ის ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობდა. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტელესერიალში, ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო როლი ნატალია ყიფშიძეს ბოლო დროის პოპულარულ პროექტ "ცვალებად ნიშნებში" აქვს. იხილეთ სრულად