"სწო­რია სტა­ტუ­სი რომ არ მოგ­ვცე­სო - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი!" - რას წერს მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე? - კვირის პალიტრა

"სწო­რია სტა­ტუ­სი რომ არ მოგ­ვცე­სო - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი!" - რას წერს მამუკა მდინარაძე სალომე ზურაბიშვილზე?

სწო­რია სტა­ტუ­სი რომ არ მოგ­ვცე­სო - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი! მას თავ­გა­მო­დე­ბით იცა­ვენ ომის პარ­ტი­ის ქარ­თვე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათი ტე­ლე­მე­დი­ე­ბი და სვა­მენ კი­თხვას, მთავ­რო­ბამ რა­ტომ არ მის­ცა თან­ხმო­ბა პრე­ზი­დენტს, კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე, თა­ვი­სი პო­ზი­ცია ახლა უკვე ევ­რო­პა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­ეხ­მო­ვა­ნე­ბი­ნა, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდი­ვა­ნი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და მე­დი­ას­თან პრე­ზი­დენ­ტის შეხ­ვედ­რი­დან ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ არ მი­აჩ­ნია, რომ სტა­ტუ­სის არ­მო­ცე­მა შეც­დო­მა იყო.

რო­გორც მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, მა­შინ, რო­დე­საც ევ­რო­კავ­ში­რის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სფე­რო­ში, სა­ქარ­თვე­ლო წამ­ყვან პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს, პრე­ზი­დენ­ტი ცდი­ლობს გა­ა­მარ­თლოს მისი ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, პრე­ზი­დენ­ტი იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რი­ტო­რი­კას იმე­ო­რებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნის პრო­რუ­სუ­ლად მო­სა­ნათ­ლად.

"სწო­რია სტა­ტუ­სი რომ არ მოგ­ვცე­სო - ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი!

მას თავ­გა­მო­დე­ბით იცა­ვენ ომის პარ­ტი­ის ქარ­თვე­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათი ტე­ლე­მე­დი­ე­ბი და სვა­მენ კი­თხვას, მთავ­რო­ბამ რა­ტომ არ მის­ცა თან­ხმო­ბა პრე­ზი­დენტს, კან­დი­და­ტის სტა­ტუს­ზე, თა­ვი­სი პო­ზი­ცია ახლა უკვე ევ­რო­პა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­ეხ­მო­ვა­ნე­ბი­ნა!

მა­შინ, რო­დე­საც თა­ვად ევ­რო­კავ­ში­რის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სფე­რო­ში, სა­ქარ­თვე­ლო წამ­ყვან პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს, პრე­ზი­დენ­ტი ცდი­ლობს გა­ა­მარ­თლოს მისი ქვეყ­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა!

ის იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის რი­ტო­რი­კას იმე­ო­რებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნის პრო­რუ­სუ­ლად მო­სა­ნათ­ლად!

ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, პრე­ზი­დენ­ტი უხე­შად, უდა­ვოდ და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ­ღვევს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ას!

ამ და სხვა წი­ნა­ღო­ბე­ბის, ან­ტი­ქარ­თუ­ლი და ფსევ­დო­და­სავ­ლუ­რი მავ­ნებ­ლო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო გა­აგ­რძე­ლებს ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვა­ნი და ღირ­სე­უ­ლი წევ­რო­ბის­კენ სვლას!“ - წერს მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე "ფეისბუქზზე".