ალა პუგაჩოვას რუსულ სასამართლოში უჩივიან - კვირის პალიტრა

ალა პუგაჩოვას რუსულ სასამართლოში უჩივიან

რუ­სუ­ლი მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალა პუ­გა­ჩო­ვას კომ­პა­ნია "გა­ზპ­რომ მეჟ­რე­გი­ონ­გაზ­მა" მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში მდე­ბა­რე აგა­რაკ­ზე არ­სე­ბუ­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. საქ­მე შე­ე­ხე­ბა 15 000 რუბ­ლის გა­და­სა­ხადს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 150 დო­ლა­რია.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ მომ­ღე­რალს სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვი­ან: მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ სოლ­ნეჩ­ნო­გორსკის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ქო­ნე­ბის მარ­თვის კო­მი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა საქ­მე აღ­ძრეს. სარ­ჩე­ლის თა­ნახ­მად, მომ­ღე­რალს 44,5 ათა­სი რუბ­ლი ემარ­თა სო­ფელ ბე­რეჟკ­ში მი­წის ნაკ­ვე­თის და­ქი­რა­ვე­ბის­თვის. 74 წლის პუ­გა­ჩო­ვა აღ­ნიშ­ნულ სარ­ჩე­ლებ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

რუ­სე­თის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, მომ­ღე­რა­ლი სამ­შობ­ლო­ში მა­ის­ში ჩა­ვი­და მისი ახლო მე­გობ­რის, დი­ზა­ი­ნერ ვა­ლენ­ტინ იუ­დაშ­კი­ნის დაკ­რძალ­ვა­ზე.

პუ­გა­ჩო­ვას მე­გობ­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ის­რა­ელ­ში გა­და­ბარ­გე­ბულ პრი­მა­დო­ნას რუ­სე­თი ენატ­რე­ბა და ადრე თუ გვი­ან აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბა. მომ­ღერ­ლის ახლო მე­გო­ბარ­მა სტი­ლის­ტმა ჯორჯ რო­ვალსმა მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ მოვა დრო როცა შე­საძ­ლოა სოლო კონ­ცერ­ტიც კი გა­მარ­თოს.

"ის აუ­ცი­ლებ­ლად დაბ­რუნ­დე­ბა, მას სამ­შობ­ლო არ გა­უ­ყი­დია. დაბ­რუნ­დე­ბა და სა­კად­რის პა­სუხს გას­ცემს მათ, ვინც ამას იმ­სა­ხუ­რებს"

პუ­გა­ჩო­ვას ქმარ­მა მაქ­სიმ გალ­კი­ნი რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­ნა­ცხა­და, რომ მისი კონ­ცერ­ტე­ბი ყა­ზა­ხეთ­ში გა­უქ­მდა და ეს "სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზე" გა­და­წყდა. მა­ნამ­დე ეს­ტო­ნეთ­შიც გა­უქ­მდა არ­ტის­ტის სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ აკ­რი­ტი­კებს უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომს.

ambebi.ge