ანეკდოტები
- რა ბრძანეთ, ბატონო პრეზიდენტო? რა გადაწყვეტილება უნდა მივიღო? ივანიშვილის ცოლს მოქალაქეობა აღვუდგინო და თქვენ 100 ლარი სასამართლოს ბაჟი გადაგახდევინოთ? 100 ლარი ბევრი ხომ არაა?
ექიმი სინჯავს პაციენტს, თან დროდადრო ამბობს:
- კარგია, კარგი.
- რა არის კარგი? - ეკითხება პაციენტი.
- ის, რომ ეს ყველაფერი მე არ მჭირს.
სვანი თინეიჯერის დღიურიდან:
ამ შაბათს მაგარი პონტი გაიჩითა სახლში. მარტო დავრჩი და დაიწყო თავბრუდამხვევი სიტუაცია - მაგარი ზმანები, თეთრი ფხვნილი... მაგრამ მერე მშობლები მოვიდნენ და სარეცხი მანქანიდან ამომიყვანეს.
პოლიციაში დაკითხვაზე:
- თქვი, სად იყავი 15 მაისს?!
- აქ ვიყავი და ვიხსენებდი, სად ვიყავი 12 აპრილს.