"რა გათვლა აქვს მმართველ გუნდს?" - ვახუშტი მენაბდის ვერსიები იმის შესახებ, თუ რას ემსახურება რეალურად პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება - კვირის პალიტრა

"რა გათვლა აქვს მმართველ გუნდს?" - ვახუშტი მენაბდის ვერსიები იმის შესახებ, თუ რას ემსახურება რეალურად პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება

"ბევრს არ სჯეროდა, თუმცა ნათელი იყო, მთავრობის გუშინწინდელი განცხადება იმპიჩმენტისკენ მინიშნებას წარმოადგენდა", - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოცქსელში წერს.

"იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას 100 დეპუტატის თანხმობა სჭირდება, რაც ამჟამად ოცნებას არ აქვს (ფორმალურად 84 მანდატს აკონტროლებს).მაშინ რა გათვლა აქვს მმართველ გუნდს:

1. მისი მიზანი არ არის პრეზიდენტის გადაყენება. მას სურს საკონსტიტუციო სასამართლოში ეს დავა მოიგოს და სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად გამოცხადოს. ამით მას პოლიტიკური დელეგიტიმაცია გაუკეთოს;

2. მართალი ფორმალურად ხმები არ ყოფნის, მაგრამ მას ყავს “ევროპელო სოციალისტები” და დამატებით სხვების მომხრობასაც შეეცდება.უფრო პირველი ვარიანტი მგონია, ნაკლებ პოლიტიკურ საფრთხეს შეიცავს "ოცნებისთვის" და ნაკლები ძალისხმევასაც მოითხოვს მისგან, სარგებელი კი აქვს", - წერს მენაბდე.

შეგახსენებთ, რომ "ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყო.