"ეს იქნება ყალბი იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება" - მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე
„ქართული ოცნება" დღეს შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდია... კომიკურია - ეს იქნება ყალბი იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „რუსული ოცნება“, პუტინისა და მედვედევის დავალებით, საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებს“.
„ჩემი მხარდაჭერა ყველა მოქალაქეს, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. „ქართული ოცნება" დღეს შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდია... კომიკურია - ეს იქნება ყალბი იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება! „რუსულ ოცნებას" ქვეყანას რუსეთში არ გავატანთ, ჩვენი შვილების მომავალი ევროპაშია”,- წერს ხაზარაძე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
"ინტერპრესნიუსი"