"შოკირებული ვარ!.." - რა გამოხმაურება მოჰყვა ევროპაში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას - კვირის პალიტრა

"შოკირებული ვარ!.." - რა გამოხმაურება მოჰყვა ევროპაში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას

„ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები ევროპაში.

"სრულიად აბსურდული ნაბიჯით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აქვს ინტერესი არც პოლიტიკური პოლარიზაციის მოგვარების და არც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ“, - წერს ევროპარლამენტარი მარიამ ლექსმანი.

„ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება. სოლიდარობას ვუცხადებ სახელმწიფოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპელ ლიდერს, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როტი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს.

„საქართველოს ევროკავშირის სტატუსს ემუქრება არა ის, არამედ „ქართული ოცნება“ პლუს ეს იმპიჩმენტის მცდელობა“, - წერს მიხაილ როტი.

„შოკირებული ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გეგმის გამო, მაშინ, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს აპირებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგოროვა სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, თუ „ქართულ ოცნების“ კანდიდატის სტატუსი უნდა, უნდა მოიწონოს ეს მოლაპარაკებები და არ ეშინოდეს მათი შედეგის.

„ის მტკიცედ პროევროპულია. სამწუხაროდ, უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. თუ „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი უნდა, უნდა მოიწონოს ეს მოლაპარაკებები და არ ეშინოდეს მათი შედეგის“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. შესაბამისი განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.