უკრაინაში, პატრულის მიერ მოკლული ჯუმბერ სილაგავას მეგობარი ქალის წინააღმდეგ საქმე აღიძრა - ვინ არის 23 წლის ტატიანა და რას წერს მასზე უკრაინული მედია? - კვირის პალიტრა

უკრაინაში, პატრულის მიერ მოკლული ჯუმბერ სილაგავას მეგობარი ქალის წინააღმდეგ საქმე აღიძრა - ვინ არის 23 წლის ტატიანა და რას წერს მასზე უკრაინული მედია?

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია კვლავ აქ­ტი­უ­რად წერს 29 აგ­ვის­ტოს დნეპრში მომ­ხდარ სის­ხლი­ან ინ­ცი­დენტზე, რომ­ლის დრო­საც პო­ლი­ცი­ე­ლის გას­რო­ლას 38 წლის ჯუმ­ბერ სი­ლა­გა­ვა ემსხვერ­პლა.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სი­ლა­გა­ვას პარტნი­ო­რი ქალი და ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, მათ შო­რის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ე­ლის სამ­ხრეს­თან და­მაგ­რე­ბუ­ლი კა­მე­რი­თა და მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ბავ­შვის ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ღე­ბუ­ლი.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მან­ქა­ნას, რო­მელ­მაც საგ­ზაო წე­სე­ბი და­არ­ღვია, მარ­თავ­და ნას­ვა­მი ჯუმ­ბერ სი­ლა­გა­ვა, სწო­რედ ამი­ტომ არ და­ე­მორ­ჩი­ლა პატ­რუ­ლის მო­თხოვ­ნას, ხოლო დევ­ნი­სას, ვიდ­რე პატ­რუ­ლი მათ გა­ჩე­რე­ბას შეძ­ლებ­და, ად­გი­ლი გა­უც­ვა­ლა გვერ­დით მჯდომ ქალს. კონ­ფლიქ­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან სწო­რედ ამ თე­მა­ზე და­ი­წყო.

პო­ლი­ცი­ას წყვილ­მა უარი უთხრა მან­ქა­ნი­სა და მარ­თვის მოწ­მო­ბის სა­ბუ­თე­ბის ჩვე­ნე­ბა­ზე, აგი­ნეს და უხე­შად ესა­უბრნენ. მას შემ­დეგ რაც პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ქალი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გად­მო­იყ­ვა­ნეს მან­ქა­ნი­დან, შემ­თხვე­ვა კონ­ფლიქ­ტში გა­და­ი­ზარ­და. სი­ლა­გა­ვამ და მის­მა თა­ნამ­გზავ­რმა პო­ლი­ცი­ე­ლებს ფი­ზი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს. ჩხუ­ბის დროს ერთ-ერ­თმა პატ­რულ­მა მა­მა­კაცს ეს­რო­ლა, რო­მელ­საც ორი ტყვია ზურ­გის არე­ში მოხ­ვდა და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა წერს, სი­ლა­გა­ვას თა­ნამ­გზავ­რი 23 წლის ტა­ტი­ა­ნა პა­ტინ­კა პეტ­რი­კოვ­კა­დან, დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ოლ­ქი­დან გახ­ლავთ. მე­დი­ა­ში მას გარ­დაც­ვლი­ლის საყ­ვა­რელ ქა­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

31 აგ­ვის­ტოს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ დნეპრში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ტა­ტი­ა­ნას წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა. ამ მუხ­ლით (უკ­რა­ი­ნის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 348) დამ­ნა­შა­ვეს 15 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია საქ­მის გარ­შე­მო არ­სე­ბულ ახალ დე­ტა­ლებს აქ­ვეყ­ნებს. (გააგრძელეთ კითხვა)