საბერძნეთში ქართველ ემიგრანტ ქალს ეძებენ
საბერძნეთში ქართველ ემიგრანტ ქალს ეძებენ. ფაქტის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის ჯგუფში მოქალაქე გოგიტა დოგუზოვი ავრცელებს:
"დაგვეხმარეთ, ყველა თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია … იქნებ იყოს საბერძნეთში ვინმე …გადააზიარეთ გთხოვთ. დილის ცხრის წუთებზე დაუნახავთ ირინის გაჩერების მიმდებარე ტერიტორიაზე და იქნებ ახლაც შენიშნოთ ვინმემ ეს ქალბატონი და შეაჩეროთ რა, მოვლენ ახლობლები, ან მომდევნო გაჩერებებზე, არეული თვალებით იყურებოდაოო. აცვია შავი კოფთა, წითელი ვარდებით, გოფრეს სრული შარვალი, შლოპანცები და შავი ხელჩანთა აქვს", - წერს გოგიტა დოგუზოვი "ფეისბuქზე და დაკარგული ქალბატონის ფოტოს ავრცელებს.