"ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი, რომელიც დავუკავშირე ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს" - რას წერს "სუხიშვილების" ცნობილი მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი
ცნობილი მოცეკვავის, თეა დარჩიას შვილს, "სუხიშვილების" სოლისტ მარიამ მათიაშვილს გასულ ზაფხულს ხელი სთხოვეს.
ამჯერად კი მარიამი გულშემატკივარს სიახლეს უზიარებს და ამბობს, რომ ცხოვრების "ახალ და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა", რომელიც მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს დაუკავშირა.
"დიდი მადლობა ყველას ამხელა სითბოსთვის და სიყვარულისთვის, ცხოვრების ახალ და ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე გადავედი, რომელიც დავუკავშირე ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს.
მადლობა ღმერთს, რომ სწორედ შენ გიკავშირდება ჩემი მომავალი, თუ ოდესმე მიფიქრია როგორი შეიძლება ყოფილიყო ჩემი "რჩეული", დღევანდელი გადმოსახედიდან შენზე ვიოცნებებდი, საოცარი ადამიანი ხარ, ისეთი როგორიც ჩემს წარმოსახვასაც აღემატება, ყველა ის დადებითი თვისებები გაქვს რაც შეიძლება იდეალურ ადამიანს ჰქონდეს.
მადლობა გვერდით დგომისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის, ყურადღებისთვის და უბრალოდ იმისთვის, რომ ყოველი შენთან გატარებული დღე დღესასწაულია, ძალიან მიყვარხარ, მეიმედები და მიხარია რომ სწორედ შენ გვქვია ჩემი", - წერს მარიამ მათიაშვილი. (წყარო)