ხელჩართული ჩხუბი დელისის მეტროსთან - რა მოხდა ადგილზე: დაკავებულია რამდენიმე პირი (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ხელჩართული ჩხუბი დელისის მეტროსთან - რა მოხდა ადგილზე: დაკავებულია რამდენიმე პირი (ვიდეო)

მე­დი­ა­ში დე­ლი­სის მეტ­როს­თან ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბის კად­რე­ბი ვრცელ­დე­ბა. რო­გორც კად­რებ­ზე ჩანს, და­პი­რის­პი­რე­ბა არის ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფ­სა და პო­ლი­ცი­ე­ლებს შო­რის.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლია ხუთი პირი, მათ შო­რის ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბიჭი.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" ცნო­ბით, ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუ­ფი თავს და­ეს­ხა "ფორ­მუ­ლას" გა­დამ­ღებ ჯგუფ­საც მას შემ­დეგ, რაც შე­ნიშ­ნეს, რომ უღებ­დნენ, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია სამი ახალ­გაზ­რდა ქალი

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ ერთ-ერთ მარ­კეტ­ში, მო­ი­პა­რეს პრო­დუქ­ცია, მათ გა­რეთ ელოდ­ნენ არას­რულ­წლოვ­ნე­ბი. ად­გილ­ზე გა­მო­ი­ძა­ხეს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია. პო­ლი­ცი­ის მოს­ვლას კი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა - ახალ­გაზ­რდე­ბი და­პუ­რუს­პირ­დნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს.