"მე ასეთი ცოცხალი გავიცანი, გადამდები სიცილით" - გარდაიცვალა ცნობილი ბლოგერი და აქტივისტი, მარიამ ნანობაშვილი
ცნობილი ბლოგერი, 35 წლის მარიამ ნანობაშვილი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, 4 წლის წინ მარიამს სინოვიური სარკომას დიაგნოზი დაუსვეს. დიაგნოზიდან 2 წლის შემდეგ, მას ხელის ამპუტაცია დასჭირდა. მიუხედავად ყველაფრისა, მას აქტიური, მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდა.
იყო ბლოგერი და ვლოგერი, მარკეტინგის სპეციალისტი, გარდა ამისა, ოფროუდის მედალოსანი მძღოლი, აქტივისტი.
მარიამს იხსენებენ მისი მეგობრები, მის შესახებ წერენ როგორც ახლობლები, ასევე ის ადამიანები, რომლებმაც უბრალოდ იცოდნენ მარიამზე:
ელენე მარგალიტაშვილი:
მე ასეთი ცოცხალი გავიცანი და გადამდები სიცილით, უკონკურენტო შავი იუმორით და ყოველთვის სწორი პოზიციებით დამამახსოვრდება
თამარ ჩერგოლეიშვილი:
რა ძლიერი ადამიანი ყოფილა. სიმტკიცით აღფრთოვანებული ვარ. ვიზიარებ ოჯახის და მეგობრების მწუხარებას. საინტერესო და გულში ჩამწვდომია და გირჩევთ წაიკითხოთ.“ყველაზე არასწორი აზრი, არის ის, რომ შშმ პირები არიან ცოდოები და აუცილებლად სჭირდებათ დახმარება და რომ ვიღაც უნდა მოგვარდეს და ხელში გეცეს, გამოგართვას თუ რამე გიჭირავს". (გააგრძელეთ კითხვა)