"სრული ტყუილია... საბას ცილი დასწამეს" - სკანდალი რუსეთში საბა საზონოვის საქართველოს მოქალაქეობაზე: რას პასუხობს ფეხბურთელის მამა ბრალდებებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, საბა საზონოვის გარშემო რუსეთში სკანდალია. საბას მამა ანდრეი საზონოვი ამბობს, რომ რუსეთში საბას ცილი დასწამეს, როდესაც თქვეს, რომ თითქოს ფეხბურთელმა თავიდან რუსეთის ნაკრებში თამაში აირჩია, ხოლო შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და საქართველოში თამაში ამჯობინა.
ამის შესახებ ანდრეი საზონოვი Sport24-ს ესაუბრა.
"რუსეთში მას ცილი დასწამეს - თითქოს თავიდან რუსეთის ნაკრებში თამაში აირჩია, შემდეგ კი გადიფიქრა და გადაწყვეტილება საქართველოს სასიკეთოდ შეცვალა.
ეს ასე არ ყოფილა და სრული ტყუილია.
ჩვენ გვაქვს არჩევანის უფლება და საბამ ეს არჩევანი გააკეთა და მას არაფერი გადაუფიქრებია.
როდესაც რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელი იყო საბას ასეთი საქციელი, მე ძალიან გაკვირვებული დავრჩი. ასეთი, როგორი? - შეიძლება მას რაღაც ინფორმაცია არასწორად მიაწოდეს", - ამბობს საბა საზონოვის მამა.
ცნობისთვის, 21 წლის ფეხბურთელი მოსკოვის "დინამოში" თამაშობდა, ის ახლახან შეუერთდა იტალიის "ტორინოს" და სერია A-ში ვიხილავთ.
საბა საზონოვის მამასთან ინტერვიუ წაიკითხეთ Sportall.ge-ზე