"არც მე გამოვირჩევი კარგი ხასიათით, და არც ჩემი ქმარი. რომ ვფიქრობ, რას უჭირავს ეს ურთიერთობა, პირველი რაც მახსენდება არის... " - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი - კვირის პალიტრა

"არც მე გამოვირჩევი კარგი ხასიათით, და არც ჩემი ქმარი. რომ ვფიქრობ, რას უჭირავს ეს ურთიერთობა, პირველი რაც მახსენდება არის... " - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც მის პი­როვ­ნულ მრწამსსა და სხვა­დას­ხვა სა­კი­თხე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებ­ზე წერს.

"პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ბე­ბი­ა­ჩემ­თან ვი­ღაც ქა­ლე­ბი იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი, ლა­პა­რა­კობ­დნენ და ერთ-ერ­თის ნათ­ქვა­მი ფრა­ზა და­მა­მახ­სოვ­რდა, ბე­ბი­ა­ჩემს მი­მარ­თავ­და:„შენ არ გეს­მის, რომ ქმარს ნა­ხე­ვა­რი ტრ...ი უნდა აჩ­ვე­ნოო“. სა­გო­ნე­ბელ­ში ჩავ­ვარ­დი. ვხე­დავ­დი ხოლ­მე, ბე­ბი­ა­ჩე­მი როცა ბა­ნა­ობ­და - ბა­ბუ­ა­ჩე­მი შე­დი­ო­და აბა­ზა­ნა­ში, და პი­რი­ქით და იმით ვხსნი­დი, რომ ერ­თმა­ნეთს ზურგს უხე­ხა­ვენ.მაგ­რამ, როცა ზურგს უხე­ხავს, ნა­ხე­ვა­რი ტ...კი რო­გორ­ღა უნდა აჩ­ვე­ნოს თქო, ტვი­ნი გა­ვი­ჭყლი­ტე. ბო­ლოს გა­ვარ­კვიე, რომ უბ­რა­ლოდ ქმარ­თან თვალ­თმაქ­ცო­ბას ურ­ჩევ­და. გა­ვი­და წლე­ბი და ვი­ქორ­წი­ნე ადა­მი­ან­ზე, რო­მელ­თა­ნაც მა­ნამ­დე 10 წელი ვმე­გობ­რობ­დი და თუკი რამე თავს გა­დამ­ხდე­ნია, ყვე­ლა­ფე­რი იცო­და - არ გან­მსჯი­და ხოლ­მე და კომ­ფორ­ტუ­ლი იყო მო­ყო­ლა (შე­იძ­ლე­ბა დი­დად არც აინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ მის­მენ­და).არც მე გა­მო­ვირ­ჩე­ვი კარ­გი ხა­სი­ა­თით, და არც ჩემი ქმა­რი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ნე­ბის­მი­ერ სხვას, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბო­და ჩემ­თან, ან ჩემს ქმარ­თან ცხოვ­რე­ბა და რომ ვფიქ­რობ, რას უჭი­რავს ეს ურ­თი­ერ­თო­ბა, პირ­ვე­ლი რაც მახ­სენ­დე­ბა - სი­ახ­ლო­ვეა.არ მაქვს მის­გან და­მა­ლუ­ლი არა­ფე­რი და პი­რი­ქით. რა­ტომ მოვ­ყე­ვი ეს …

სა­ჯა­როდ რაც გა­ვაქ­ტი­ურ­დი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად თვალ­თმაქ­ცო­ბას მირ­ჩე­ვენ და მე სულ ის ქალი და ნა­ხე­ვა­რი ტ...კი მახ­სენ­დე­ბა ხოლ­მე. ეგ რჩე­ვა ისე­თი­ვე დრო­მოჭ­მუ­ლი მგო­ნია, რო­გორც აი იმ ქა­ლის რჩე­ვა - ქმარს ნა­ხე­ვა­რი ტ...კი აჩ­ვე­ნეო ბე­ბი­ა­ჩემს რომ დას­ძა­ხო­და.

არ არს და­ფა­რუ­ლი, რაც არ გა­ცხად­დეს - მი­თუ­მე­ტეს ახლა, სოც­მე­დი­ის ეპო­ქა­ში. ვე­რა­ფერს და­მა­ლავთ. ამას გარ­და, პრაგ­მა­ტუ­ლა­დაც - დღეს, ავ­თენ­ტუ­რო­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტს მო­გი­ტანთ, ვიდ­რე თვალ­თმაქ­ცო­ბა. მე ასე მჯე­რა.ამი­ტომ, რა­საც ვამ­ბობ, იმას ვგუ­ლის­ხმობ.არც თავს გი­ქო­ნავთ.

არც გემ­ლიქ­ვნე­ლე­ბით. არა იმი­ტომ, რომ არ შე­მიძ­ლია (შე­მიძ­ლია, უბ­რა­ლოდ არ მსი­ა­მოვ­ნებს), არა­მედ იმი­ტომ, რომ არაპ­რაგ­მა­ტუ­ლა­დაც ვთვლი, გარ­და იმი­სა, რომ ამო­რა­ლუ­რი მგო­ნია. ამი­ტომ, როცა რა­ღა­ცა­ზე ვსა­უბ­რობ, ნუ მე­ტყვით რომ ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ვარ და სხვა­ნა­ი­რად არ ძალ­მიძს.რა­საც ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფერს შე­იძ­ლე­ბა არ ვამ­ბობ­დე, მაგ­რამ რა­საც ვამ­ბობ, ზუს­ტად იმას ვფიქ­რობ და ვგუ­ლის­ხმობ (შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მით, მაგ­რამ არა თვალ­თმაქ­ცო­ბით).თა­ნაც, მწყინს, როცა ამა­ში ეჭვი შე­გაქვთ და გე­ჩხუ­ბე­ბით. (ალ­ბათ მივხდით, რომ ახ­ლა­ხან ვი­ჩხუ­ბე)" - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში".