ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება დაიწყო - მსახიობს ბრალი "არმიის დისკრედიტაციაში" ედება - კვირის პალიტრა

ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ რუსეთში გამოძიება დაიწყო - მსახიობს ბრალი "არმიის დისკრედიტაციაში" ედება

რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მოს­კო­ვის მთა­ვარ­მა სამ­მარ­თვე­ლომ რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის, ლია ახე­ჯა­კო­ვას წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. მას რუ­სუ­ლი არ­მი­ის "დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ში“ ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას TASS-ი ავ­რცე­ლებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მსა­ხი­ობ­მა ივ­ნი­სი ბო­ლოს ბრე­მენ­ში სპექ­ტაკლში "ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ბე­ნი­ა­მი­ნი" ითა­მა­შა. სპექ­ტაკ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სცე­ნა­ზე უკ­რა­ი­ნის დრო­შით გა­მოჩ­ნდა.

შე­დე­გად, რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ფე­დე­რა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა 85 წლის მსა­ხი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სუ­ლი არ­მი­ის "დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის“, ღა­ლა­ტის მუხ­ლით, საქ­მის აღ­ძვრა და მის­თვის ყვე­ლა ჯილ­დოს ჩა­მორ­თმე­ვა მო­ი­თხო­ვა. (წყარო)