"რას იფიქრებდა მრავალმხრივ განწირული ზვიად გამსახურდია, რომ არც მის ერთადერთ ანდერძს ეწერა აღსრულება... სწორედ მიხეილ სააკაშვილის საძინებელში სძინავს დღეს ცოტნეს" - რას წერს ანა ჯაბაური? - კვირის პალიტრა

"რას იფიქრებდა მრავალმხრივ განწირული ზვიად გამსახურდია, რომ არც მის ერთადერთ ანდერძს ეწერა აღსრულება... სწორედ მიხეილ სააკაშვილის საძინებელში სძინავს დღეს ცოტნეს" - რას წერს ანა ჯაბაური?

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვა­ჟის, ცონ­ტე გამ­სა­ხურ­დი­ას მე­უღ­ლე ანა ჯა­ბა­უ­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. იგი წერს, თუ რო­გორ აღ­ნიშ­ნეს გა­სულ თვე­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ვა­ჟის იუ­ბი­ლე წე­რო­ვან­ში.

"5 აგ­ვის­ტოს ცოტ­ნეს და­ბა­დე­ბის დღე იყო, რომ­ლის პოს­ტით აღ­ნიშ­ვნაც, რა­ჭის ტრა­გე­დი­ით და­ზაფ­რულ­მა, ვერ შევ­ძე­ლი. უკვე მე­სა­მე და­ბა­დე­ბის დღეს შევ­ხვდით წე­რო­ვან­ში, ცოტა სევ­დი­ა­ნად, თუმ­ცა ნა­ხეთ რა სი­ლა­მა­ზე­ში! აქა­უ­რო­ბა ნამ­დვილ წალ­კოტს ჰგავს: ვე­ე­ბერ­თე­ლა, უნაკ­ლოდ მოვ­ლი­ლი ნაძვნა­რი­თა და სხვა მრა­ვაწლო­ვა­ნი ხე­ე­ბით და­ბუ­რუ­ლი ტყე-პარ­კი, უხვი ხე­ხი­ლი და ულა­მა­ზე­სი ყვა­ვი­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. ქა­ლა­ქის ხვა­ტის­გან მო­შო­რე­ბუ­ლებს, იდი­ლი­ურ სიმ­შვი­დე­სა და სიმ­ყუდ­რო­ვე­ში, მდე­ლოს, ტყი­სა და ნაძვნა­რის სურ­ნე­ლით შე­ზა­ვე­ბუ­ლი მთის გრი­ლი ნი­ა­ვი და შაშ­ვის გა­ლო­ბა გვაღ­ვი­ძებს ყო­ველ დი­ლით. ჩვე­ნი კე­თილ­გან­წყო­ბით "გა­თავ­ხე­დე­ბუ­ლი" ციყ­ვე­ბი ლა­მის სა­ძი­ნებ­ლებ­ში შე­მოგ­ვიხტნენ სა­წო­ლი ოთა­ხის ფან­ჯრე­ბამ­დე გა­მოწ­ვდი­ლი ნაძ­ვის ხის ტო­ტე­ბი­დან ...

დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად ჰქონ­და ამ ად­გილს, მრა­ვა­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პირ­ველ პირ­თა კუ­რორ­ტის სტა­ტუ­სი; ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძი­დან და­წყე­ბუ­ლი, ვიდ­რე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლამ­დე... სწო­რედ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ძი­ნე­ბელ­ში სძი­ნავს დღეს ცოტ­ნეს. განა რამე?!

ცხოვ­რე­ბის მზაკ­ვრო­ბა­ზე გა­მახ­სენ­და - 15 წლის წინ, მიშა რომ აქ ცხოვ­რობ­და, ცოტ­ნე იჯდა მა­შინ ცი­ხე­ში... ყო­ველ დი­ლით, სამი ცე­ცხლი­ვით გოგო შე­მოგ­ვირ­ბენს და საკ­მა­ოდ დიდი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის თი­თო­ე­ულ კუ­თხე-კუნ­ჭულს დაგ­ვი­სუფ­თა­ვებს და დაგ­ვიწ­კრი­ა­ლებს.

გემ­რი­ე­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი კერ­ძე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვი შეფ-მზა­რე­უ­ლი გვმას­პინ­ძლობს ყო­ველ­დღი­უ­რად. ყო­ფი­თი და ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის მეყ­სე­უ­ლად გა­დაჭ­რას ლო­ჯის­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტი უზ­რუნ­ველ­ჰყოფს. ხოლო ცენ­ტრის ფი­ზი­ო­თე­რა­პევ­ტე­ბი ცოტ­ნეს ყო­ველ დი­ლას ავარ­ჯი­შე­ბენ და, ეს ყვე­ლა­ფე­რი, სრუ­ლი­ად უფა­სოდ (და­ზუს­ტე­ბის­თვის აღ­ვნიშ­ნავ, რომ მოწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჰო­ნო­რა­რებს სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით ვის­ტუმ­რებთ - ოკუ­პა­ცი­ურ და მე­ტყვე­ლე­ბის თე­რა­პევ­ტებს, ლო­გო­პედს, აფა­ზი­ო­ლოგ- ნე­იროფ­სი­ქო­ლოგს, კი­ნე­ზო­თე­პევტს, მა­ნუ­ა­ლურ თე­რა­პევტს, მა­სა­ჟისტს და სხვ. აგ­რეთ­ვე, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხან­გრძლი­ვი კურ­სის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, სის­ტე­მა­ტი­უ­რად ჩა­მოგ­ვყავს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თურ­ქე­თი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან და სა­სომ­ხე­თი­დან).

სა­კუ­თარ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბამ­დე, ცოტ­ნე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ყვე­ლა იმ პი­რო­ბით, რომ­ლის გა­რე­შეც, უმ­ძი­მე­სი ტრავ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მისი სრულ­ყო­ფი­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გე­ბო­და. სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან დევ­ნილ ცოტ­ნეს­თან ერ­თად, სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებ­ში აღ­მოვ­ჩ­ნით, რაც კი შე­იძ­ლე­ბო­და ადა­მი­ანს ენატ­რა.

ალ­ბათ, ამ ყვე­ლაფ­რის გა­რე­შე, ვერც იმ სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბებს მი­ვაღ­წევ­დით, ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ენ­ცე­ფა­ლოგ­რა­მა­ზე რომ გა­მო­უვ­ლინ­და ცოტ­ნეს და ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან რომ გაგ­ვა­ხა­რა...და მა­ინც... გა­ლის ქუ­ჩის ხსე­ნე­ბა­ზე ბავ­შვი­ვით ქვი­თი­ნებს სტუმ­რე­ბი­და­ნაც, ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ზობ­ლე­ბის ნახ­ვა უჩუ­ყებს გულს.

მე­სა­მე წე­ლია ცოტ­ნე სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას ელის, სა­კუ­თა­რი მა­მის მიერ და­ნა­ტო­ვარ სახ­ლში.

კი­დევ ერთი მზაკ­ვრო­ბა ცხოვ­რე­ბი­სა - რას იფიქ­რებ­და მრა­ვალ­მხრივ გან­წი­რუ­ლი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, რომ არც მის ერ­თა­დერთ ან­დერძს ეწე­რა აღ­სრუ­ლე­ბა... ან... იქ­ნებ იფიქ­რა კი­დეც?!... და ეს ან­დერ­ძიც სწო­რედ იმი­ტომ და­წე­რა ჯერ კი­დევ 1988 წელს, უჩუმ­რად და მა­ლუ­ლად... ამი­ტომ ვთქვი სევ­დი­ა­ნი მეთ­ქი...

პ.ს. დღე­ო­ბის გა­ლა­მა­ზე­ბას, ცოტ­ნეს ძმის, ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის, ბი­ცო­ლი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის გარ­და, ცოტ­ნეს მა­მის უახ­ლო­ე­სი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბიც შე­ე­ცად­ნენ იმ დღე­ებ­ში, რო­მელ­თა შო­რის იყ­ვნენ: გივი თაქთა­ქიშ­ვი­ლი, გუ­რამ აბ­სან­ძე, გუ­რამ ისა­კა­ძე, ნო­დარ მა­ი­სუ­რა­ძე და ბად­რი მი­ქე­ლა­ძე. გივი თაქთა­ქიშ­ვი­ლი­სა და გუ­რამ აბ­სან­ძის ნახ­ვამ გან­სა­კუთ­რე­ბით აუ­ჩუ­ყა ცოტ­ნეს გული. ბა­ტო­ნი გი­ვის ხელი მთე­ლი სა­ღა­მო არ გა­უშ­ვია ხე­ლი­დან..." - წერს ანა ჯა­ბა­უ­რი.