"ნოდარ დუმბაძე ჩემთვის, როგორც ასეთი, გენიოსი არ არის. მაგრამ... ის, პრაქტიკულად, ერთადერთი მწერალია, რომელიც წაკითხული აქვთ აფხაზებსა და ოსებს" - რას წერს თორნიკე შარაშენიძე ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე? - კვირის პალიტრა

"ნოდარ დუმბაძე ჩემთვის, როგორც ასეთი, გენიოსი არ არის. მაგრამ... ის, პრაქტიკულად, ერთადერთი მწერალია, რომელიც წაკითხული აქვთ აფხაზებსა და ოსებს" - რას წერს თორნიკე შარაშენიძე ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე?

პოლიტიკის ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში ნოდარ დუმბაძის შესახებ წერს:

"ნოდარ დუმბაძე ჩემთვის, როგორც ასეთი, გენიოსი არ არის. მაგრამ მას იმდენჯერ გადაუარ-გადმოუარეს (ძირითადად პოლიტიკური მიზეზების გამო რომლებთანაც ის არაფერ შუაშია), რომ მომინდა მის შემოქმედებაში საინტერესო რამეები ვიპოვო.მისი წიგნიდან "მე ვხედავ მზეს" ჩვენ ჯერ კიდევ საბჭოთა დროში შევიტყეთ რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ჩვეულებრივი შიმშილობა და რომ საბჭოთა ჯარს დეზერტირები ჰყავდა. მე მგონი სხვას ამ თემაზე არც არაფერი დაუწერია."მზიანი ღამე" სტალინის კულტსა და რეპრესიებზე მოგვითხრობს, ძალიან რეალისტურად."მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" არა მხოლოდ ძალიან სასაცილო წიგნია. იქ ჩანს საზოგადოებისგან მიტოვებული და არდაფასებული გალაკტიონ ტაბიძე."თეთრი ბაირაღები" საბჭოთა ციხის ცხოვრებაზეა. არც ამაზე მახსოვს სხვა ვინმეს დაეწეროს, მითუმეტეს ასე კარგად.ყველაზე სუსტი რომანი "ნუ გეშინია დედაც" კი ეხება სულ ცოტა ერთ საინტერესო საკითხს, - საბჭოთა ჯარში ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობას.დუმბაძე არის ჩვენი რბილი ძალა, რადგან ჩემი გამოცდილებით ის პრაქტიკულად ერთადერთი მწერალია რომელიც წაკითხული აქვთ აფხაზებსა და ოსებს (და ძალიან უყვართ).ეს გარემოება კი იმის დამსახურებაა რომ მის შემოქმედებაში ქართველები და არაქართველები ჩვეულებრივად მეგობრობენ. გარდა ამისა, ის ძალიან ადამიანურიცაა, ზოგჯერ ძალიან სევდიანი, ზოგჯერ კი ძალიან სასაცილო. ეს კი ყველას მოსწონს.(ნუ, ჩვენში ყველას არა, თუმცა ალბათ ისევ და ისევ პოლიტიკის გამო)", - წერს თორნიკე შარაშნიძე.