"წიხ­ლე­ბი და მუშ­ტე­ბი მირ­ტყე­სო, დაბ­ლა და­მაგ­დე­სო. 3 მან­ქა­ნით ყო­ფი­ლან მო­ძა­ლა­დე­ე­ბი" - რას ჰყვება შშმ პირის დედა შვილზე, რომელიც, სავარაუდოდ, გუშინ კასპში უცნობმა პირებმა სცემეს - კვირის პალიტრა

"წიხ­ლე­ბი და მუშ­ტე­ბი მირ­ტყე­სო, დაბ­ლა და­მაგ­დე­სო. 3 მან­ქა­ნით ყო­ფი­ლან მო­ძა­ლა­დე­ე­ბი" - რას ჰყვება შშმ პირის დედა შვილზე, რომელიც, სავარაუდოდ, გუშინ კასპში უცნობმა პირებმა სცემეს

კას­პში, შშმ პირს თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის, გი­ორ­გი ედი­შე­რაშ­ვი­ლის დე­დის თქმით, მისი შვი­ლი უც­ნობ­მა პი­რებ­მა მან­ქა­ნით გა­ი­ტა­ცეს და სცე­მეს.

მი­სი­ვე თქმით, წუ­ხელ გი­ორ­გი ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც მას უც­ნობ­მა მა­მა­კა­ცებ­მა მან­ქა­ნით გა­სე­ირ­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზეს. უა­რის მი­ე­ღე­ბის შემ­დეგ კი შშმ პირი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩას­ვეს ავ­ტო­მო­ბილ­ში და კას­პის ერთ-ერთ გან­მარ­ტო­ე­ბულ ადი­ლას მი­იყ­ვა­ნეს.

ნა­ცე­მი მა­მა­კა­ცი თა­ვი­დან კას­პში, შემ­დეგ კი მცხე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­ი­ყა­ნეს. მას სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა.

"წიხ­ლე­ბი და მუშ­ტე­ბი მირ­ტყე­სო, დაბ­ლა და­მაგ­დე­სო. 3 მან­ქა­ნით ყო­ფი­ლან მო­ძა­ლა­დე­ე­ბი. ცე­მის მერე ერთი სათი გა­ვი­დაო ყა­რა­ულ­მა მი­თხრა. მიშ­ვე­ლეო გი­ორ­გიმ მი­თხრაო." - ამ­ბობს ქალი "ფორ­მუ­ლას­თან".

შსს-ში აცხა­დე­ბენ, რომ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რააც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.